https://sputnik-georgia.com/20260908/burchuladzes-axali-brali-warudgines-300495194.html
750 ათასი ლარი ხელზე გადასცა ღარიბაშვილს: ჯუანშერ ბურჭულაძეს ახალი ბრალი წარუდგინეს
750 ათასი ლარი ხელზე გადასცა ღარიბაშვილს: ჯუანშერ ბურჭულაძეს ახალი ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
ამავე დანაშაულებრივ ეპიზოდზე ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. 08.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-08T17:00+0400
2026-09-08T17:00+0400
2026-09-08T17:00+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276789968_0:80:1280:801_1920x0_80_0_0_fc49a025214d3046aec555374057ce94.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი ნათესავი, ასევე მსჯავრდებული ვასილ მხეიძე, ქრთამის აღების ახალ საქმეზე საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, სასჯელის ნაწილს ციხეში მოიხდიან და მსხვილი ოდენობით ჯარიმებს გადაიხდიან, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. 8 სექტემბერს პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, ორივესთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - ახალი ბრალდება გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტს.სასამართლოში წარდგენილი საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. გარდა ამისა, მას დაეკისრება ჯარიმა 1 მლნ ლარის ოდენობით.რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას შეეფარდა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდისსაპატიმროში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას ასევე დაეკისრება ჯარიმა 100 ათასი ლარის ოდენობით.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, მაშინ როდესაც ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს, ის ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. 2022 წლის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. ამ პროცედურებში მონაწილეობისა და უკანონო ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, თავდაცვის მინისტრის ნათესავი ვასილ მხეიძე, მასთან შეთანხმებით, დაუკავშირდა ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება ჰქონდა.ბიზნესმენს შესთავაზეს შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით მასთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა მოითხოვა.აღნიშნულმა ბიზნესმენმა თავდაპირველად თავი შეიკავა შეთანხმებისგან და უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან მეტი გარანტიები მოითხოვა, ბურჭულაძე კი შეუთანხმდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ შესყიდვებს სასურველი ფორმით განახორციელებდა, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ უკანონო ფინანსურ სარგებელს.პროკურატურის მტკიცებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სრული სამსახურებრივი მფარველობა მიიღო ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვისაც გადაცემა მოითხოვა. ბურჭულაძის დავალებით, თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა სხვადასხვა სამედიცინო აპარატურის და ინვენტარის შეძენის პროცესში არაკონკურენტული გარემო შექმნეს და ხელოვნურად გაზარდეს საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება. შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი 18 484 960 ლარად მიაწოდეს.პარალელურად, შესაბამისი გარანტიების და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1,9 მლნ ლარი.აღნიშნული თანხიდან მხეიძემ პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 ათასი ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1, 5 მლნ ლარიდან, 750 ათასი ლარი თავისთვის დაიტოვა, თანხის მეორე ნახევარი - 750 ათასი ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ღარიბაშვილს.შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6.985,255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.ამავე დანაშაულებრივ ეპიზოდზე ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ჯუანშერ ბურჭულაძე და ვასილ მხეიძე უკვე მსჯავრდებული არიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელები. კერძოდ, 2026 წლის აპრილში სასამართლომ ბურჭულაძეს, რომელსაც ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებოდა ბრალად, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მხეიძეს 8 წლით პატიმრობა განუსაზღვრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276789968_49:0:1214:874_1920x0_80_0_0_8af50d9cb4aa32b0906855951ebd40ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები
750 ათასი ლარი ხელზე გადასცა ღარიბაშვილს: ჯუანშერ ბურჭულაძეს ახალი ბრალი წარუდგინეს
ამავე დანაშაულებრივ ეპიზოდზე ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი ნათესავი, ასევე მსჯავრდებული ვასილ მხეიძე, ქრთამის აღების ახალ საქმეზე საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, სასჯელის ნაწილს ციხეში მოიხდიან და მსხვილი ოდენობით ჯარიმებს გადაიხდიან, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
8 სექტემბერს პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, ორივესთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - ახალი ბრალდება გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტს.
სასამართლოში წარდგენილი საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. გარდა ამისა, მას დაეკისრება ჯარიმა 1 მლნ ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას შეეფარდა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდისსაპატიმროში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას ასევე დაეკისრება ჯარიმა 100 ათასი ლარის ოდენობით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, მაშინ როდესაც ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს, ის ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
2022 წლის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. ამ პროცედურებში მონაწილეობისა და უკანონო ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, თავდაცვის მინისტრის ნათესავი ვასილ მხეიძე, მასთან შეთანხმებით, დაუკავშირდა ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება ჰქონდა.
ბიზნესმენს შესთავაზეს შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით მასთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა მოითხოვა.
აღნიშნულმა ბიზნესმენმა თავდაპირველად თავი შეიკავა შეთანხმებისგან და უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან მეტი გარანტიები მოითხოვა, ბურჭულაძე კი შეუთანხმდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ შესყიდვებს სასურველი ფორმით განახორციელებდა, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ უკანონო ფინანსურ სარგებელს.
პროკურატურის მტკიცებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სრული სამსახურებრივი მფარველობა მიიღო ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვისაც გადაცემა მოითხოვა. ბურჭულაძის დავალებით, თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა სხვადასხვა სამედიცინო აპარატურის და ინვენტარის შეძენის პროცესში არაკონკურენტული გარემო შექმნეს და ხელოვნურად გაზარდეს საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება.
შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი 18 484 960 ლარად მიაწოდეს.
პარალელურად, შესაბამისი გარანტიების და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1,9 მლნ ლარი.
აღნიშნული თანხიდან მხეიძემ პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 ათასი ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1, 5 მლნ ლარიდან, 750 ათასი ლარი თავისთვის დაიტოვა, თანხის მეორე ნახევარი - 750 ათასი ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ღარიბაშვილს.
შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6.985,255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
ამავე დანაშაულებრივ ეპიზოდზე ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ჯუანშერ ბურჭულაძე და ვასილ მხეიძე უკვე მსჯავრდებული არიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელები. კერძოდ, 2026 წლის აპრილში სასამართლომ ბურჭულაძეს, რომელსაც ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებოდა ბრალად, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მხეიძეს 8 წლით პატიმრობა განუსაზღვრა.