https://sputnik-georgia.com/20260908/ashshm-saqartveloshi-elchis-movaleobis-shemsrulebeli-danishna-300490506.html
კორტნი ოსტრიანი: აშშ-მა საქართველოში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა
კორტნი ოსტრიანი: აშშ-მა საქართველოში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა
Sputnik საქართველო
კორტნი ოსტრიანმა თანამდებობაზე ემი დიაზი შეცვალა 08.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-08T13:12+0400
2026-09-08T13:12+0400
2026-09-08T13:12+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/08/300489869_0:128:2048:1280_1920x0_80_0_0_5dfbfa2bd3bfd3da0ef3242dd5bfc67a.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას კორტნი ოსტრიანი შეასრულებს, ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.კორტნი ოსტრიანი ამერიკელი დიპლომატია, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის თითქმის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. 2023 წლის აგვისტოდან მას ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ერთ-ერთი ოფისის დირექტორის თანამდებობა უკავია. 2020-2023 წლებში ოსტრიანი ვენაში, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო.ელჩის მოვალეობას 31 ივლისიდან ემი დიაზი ასრულებდა. საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობა ვაკანტურია 2025 წლის 5 ივლისიდან, როდესაც აშშ-ის მოქმედმა ელჩმა რობინ დანიგანმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფონზე მისია დაასრულა. დიპლომატის თქმით, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება პირადი იყო და არ უკავშირდებოდა გაწვევის მოთხოვნას.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/08/300489869_86:0:1963:1408_1920x0_80_0_0_7e952721277e2a2cba948280a69b7fb4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კორტნი ოსტრიანი: აშშ-მა საქართველოში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა
კორტნი ოსტრიანმა თანამდებობაზე ემი დიაზი შეცვალა
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას კორტნი ოსტრიანი შეასრულებს, ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
კორტნი ოსტრიანი ამერიკელი დიპლომატია, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის თითქმის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. 2023 წლის აგვისტოდან მას ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ერთ-ერთი ოფისის დირექტორის თანამდებობა უკავია. 2020-2023 წლებში ოსტრიანი ვენაში, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო.
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას”, -ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ელჩის მოვალეობას 31 ივლისიდან ემი დიაზი ასრულებდა. საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობა ვაკანტურია 2025 წლის 5 ივლისიდან, როდესაც აშშ-ის მოქმედმა ელჩმა რობინ დანიგანმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფონზე მისია დაასრულა. დიპლომატის თქმით, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება პირადი იყო და არ უკავშირდებოდა გაწვევის მოთხოვნას.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.