https://sputnik-georgia.com/20260907/saqartveloshi-mkopi-rusebi-dumis-archevnebshi-xmas-mezobel-kveknebsi-miscemen-300470749.html
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები დუმის არჩევნებში ხმას მეზობელ ქვეყნებში მისცემენ
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები დუმის არჩევნებში ხმას მეზობელ ქვეყნებში მისცემენ
Sputnik საქართველო
კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ 18 წელს მიღწეული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები 07.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-07T11:57+0400
2026-09-07T11:57+0400
2026-09-07T11:57+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23658/17/236581745_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_ada8d99d54b6811a596f7e2917b2e15b.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მცხოვრები ან დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მეზობელ ქვეყნებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე შეძლებენ, იუწყება საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია.რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.„რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში არჩევნების ჩატარების შესახებ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ან დროებით იმყოფებიან საქართველოში. უახლოესი საარჩევნო უბნებია — ერევანი, გიუმრი, ტრაპზონი და ვლადიკავკაზი“, – იუწყება ინტერესთა სექცია.კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ 18 წელს მიღწეული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. აღნიშნულმა პირებმა თან უნდა იქონიონ რუსეთის მოქალაქის მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი.მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები სექტემბერში გაიმართება. კენჭისყრა სამ დღეს — 18-20 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმის დაგეგმილ არჩევნებს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი შიდაპოლიტიკური მოვლენა უწოდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23658/17/236581745_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_6e852ad8bb595a0d91b5c26fc70c8128.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება
რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები დუმის არჩევნებში ხმას მეზობელ ქვეყნებში მისცემენ
კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ 18 წელს მიღწეული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მცხოვრები ან დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მეზობელ ქვეყნებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე შეძლებენ, იუწყება საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია.
რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.
„რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში არჩევნების ჩატარების შესახებ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ან დროებით იმყოფებიან საქართველოში. უახლოესი საარჩევნო უბნებია — ერევანი, გიუმრი, ტრაპზონი და ვლადიკავკაზი“, – იუწყება ინტერესთა სექცია.
კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ 18 წელს მიღწეული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. აღნიშნულმა პირებმა თან უნდა იქონიონ რუსეთის მოქალაქის მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი.
მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები სექტემბერში გაიმართება. კენჭისყრა სამ დღეს — 18-20 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმის დაგეგმილ არჩევნებს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი შიდაპოლიტიკური მოვლენა უწოდა.