https://sputnik-georgia.com/20260907/salia-koreashi-vizitit-imkopeba-300478342.html
პაატა სალია კორეაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
პაატა სალია კორეაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
Sputnik საქართველო
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას 07.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-07T19:00+0400
2026-09-07T19:00+0400
2026-09-07T19:00+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სამხრეთი კორეა
პოლიტიკა საქართველოში
თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/57/245975793_0:416:1000:979_1920x0_80_0_0_eb8a243cb1eb466bda375066eda4baf3.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორს ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის გამყარებაა, რაც ხელს შეუწყობს ციფრულ ტრანსფორმაციას, საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობასა და სერვისებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალიას შეხვედრა კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო ჯუნთან - საქართველოს იუსტიციის მინისტრი კორეელ კოლეგას გააცნობს რეფორმებს, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს ელექტრონული მმართველობის, სერვისების გაციფრულების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებებით.ცენტრის მიზანი ერთობლივი პროექტების განხორციელება იქნება. ფორმატი მოიცავს სამუშაო შეხვედრების, ერთობლივი ფორუმებისა და სემინარების ორგანიზებისა და ციფრული მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურების გაწევას. „ეს იქნება მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება ინოვაციების, გამოცდილების, ცოდნის გაზიარება და ეს ცენტრი განახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში“, – განაცხადა სალიამ მედიასთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები სამსუნგის ინოვაციების მუზეუმსა და ციფრული მმართველობის გამოფენაზე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მოადგილე თამარ ზოდელავა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ცირეკიძე.საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროებში.
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/57/245975793_0:323:1000:1073_1920x0_80_0_0_51af5475485a928ec1b29ff848d91a2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სამხრეთი კორეა , პოლიტიკა საქართველოში, თანამედროვე ტექნოლოგიები , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სამხრეთი კორეა , პოლიტიკა საქართველოში, თანამედროვე ტექნოლოგიები , ახალი ამბები
პაატა სალია კორეაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორს ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის გამყარებაა, რაც ხელს შეუწყობს ციფრულ ტრანსფორმაციას, საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობასა და სერვისებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალიას შეხვედრა კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო ჯუნთან - საქართველოს იუსტიციის მინისტრი კორეელ კოლეგას გააცნობს რეფორმებს, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს ელექტრონული მმართველობის, სერვისების გაციფრულების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებებით.
„გვექნება ორმხრივი შეხვედრა კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნთან. ამ შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას", - ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრის მიზანი ერთობლივი პროექტების განხორციელება იქნება. ფორმატი მოიცავს სამუშაო შეხვედრების, ერთობლივი ფორუმებისა და სემინარების ორგანიზებისა და ციფრული მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურების გაწევას.
„ეს იქნება მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება ინოვაციების, გამოცდილების, ცოდნის გაზიარება და ეს ცენტრი განახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში“, – განაცხადა სალიამ მედიასთან.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები სამსუნგის ინოვაციების მუზეუმსა და ციფრული მმართველობის გამოფენაზე.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მოადგილე თამარ ზოდელავა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ცირეკიძე.
საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროებში.