https://sputnik-georgia.com/20260907/deputati-islandiis-reperendumma-evrokavshiris-shesaxeb-iluzia-daamsxvria-300472210.html
დეპუტატი: ისლანდიის რეფერენდუმმა ევროკავშირის შესახებ ილუზია დაამსხვრია
დეპუტატი: ისლანდიის რეფერენდუმმა ევროკავშირის შესახებ ილუზია დაამსხვრია
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ისლანდიელებმა დასუსტებული ევროკავშირის წევრობას სუვერენიტეტის შენარჩუნება და საგარეო პოლიტიკაში მეტი თავისუფლება ამჯობინეს. 07.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-07T12:53+0400
2026-09-07T12:53+0400
2026-09-07T12:53+0400
საქართველო
ისლანდია
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ბრიუსელი
ევროკომისია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713812_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_fc7279abdcf8bdc73d6debd19dbaa935.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ისლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „Euro ანატომია".ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა - გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, კენჭისყრაში მონაწილეთა 52,8%-მა მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.მისი თქმით, თუ დღეს ბრიუსელს ისე შევხედავთ, როგორც მას ისლანდიელებმა შეხედეს, ის „არა თუ მტკიცედ დგას, თავად არის ოთხმხრივი ცეცხლის ქვეშ".„მცდარი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გამო გასული წლების განმავლობაში მათ დაკარგეს პრაქტიკულად ყველაფერი, იაფი ენერგორესურსები, მიწოდების ჯაჭვები, უსაფრთხოების ქოლგა, მეგობრებიც კი - მტრები ხომ მტრებად დაიტოვა და მეგობრებიც მტრებად აქცია", - განაცხადა მახაშვილმა.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ისლანდიელებმა დასუსტებული ორგანიზაციის წევრობას არჩიეს სუვერენიტეტი და ერთგვარი მოქნილობა საგარეო პოლიტიკაში.მისი თქმით, ბრიუსელის პოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, შეუმჩნეველი არ რჩება და ამას თავისი ნეგატიური შედეგები აქვს.„ ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ გადიოდა ბრიუსელის არაკომპეტენტურ და ხშირ შემთხვევაში აგრესიულ, ხისტ მოპყრობაზე საკუთარი პარტნიორების მიმართ“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ისლანდია
ბრიუსელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713812_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_7f827dfd1e4607b38dddc9cbb4b98402.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისლანდია, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ბრიუსელი , ევროკომისია, ახალი ამბები
საქართველო, ისლანდია, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ბრიუსელი , ევროკომისია, ახალი ამბები
დეპუტატი: ისლანდიის რეფერენდუმმა ევროკავშირის შესახებ ილუზია დაამსხვრია
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ისლანდიელებმა დასუსტებული ევროკავშირის წევრობას სუვერენიტეტის შენარჩუნება და საგარეო პოლიტიკაში მეტი თავისუფლება ამჯობინეს.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ისლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „Euro ანატომია".
ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა - გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, კენჭისყრაში მონაწილეთა 52,8%-მა მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.
„ისლანდიის რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ. ისლანდიელებმა ევროკავშირში ვერ დაინახეს საიმედო მოკავშირე, რომელიც მათ დაიცავდა ამ გეოპოლიტიკურ მორევში გამოწვევებისა და საფრთხეებისგან“, – განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, თუ დღეს ბრიუსელს ისე შევხედავთ, როგორც მას ისლანდიელებმა შეხედეს, ის „არა თუ მტკიცედ დგას, თავად არის ოთხმხრივი ცეცხლის ქვეშ".
„მცდარი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გამო გასული წლების განმავლობაში მათ დაკარგეს პრაქტიკულად ყველაფერი, იაფი ენერგორესურსები, მიწოდების ჯაჭვები, უსაფრთხოების ქოლგა, მეგობრებიც კი - მტრები ხომ მტრებად დაიტოვა და მეგობრებიც მტრებად აქცია", - განაცხადა მახაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ისლანდიელებმა დასუსტებული ორგანიზაციის წევრობას არჩიეს სუვერენიტეტი და ერთგვარი მოქნილობა საგარეო პოლიტიკაში.
მისი თქმით, ბრიუსელის პოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, შეუმჩნეველი არ რჩება და ამას თავისი ნეგატიური შედეგები აქვს.
„ ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ გადიოდა ბრიუსელის არაკომპეტენტურ და ხშირ შემთხვევაში აგრესიულ, ხისტ მოპყრობაზე საკუთარი პარტნიორების მიმართ“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.