მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რაც შეიძლება მალე: აშშ რუსეთ-უკრაინას შორის სწრაფი მშვიდობის დამყარების იმედს გამოთქვამს

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშიდონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი
დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2026
გამოწერა
კრემლში გამართული მოლაპარაკებების დროს ამერიკულმა დელეგაციამ წარადგინა კონკრეტული წინადადებები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიღწევისკენ.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ვაშინგტონს უკრაინაში კონფლიქტის 2026 წლის ზამთრის დადგომამდე დასრულების იმედი აქვს, იუწყება РИА Новости.
შაბათს, 5 სექტემბერს, კრემლში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ამერიკის ლიდერის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან. შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
„აშშ-ის დელეგაცია სერიოზულად მიუდგა მოსკოვსა და კიევში გამართულ შეხვედრებს და დასძინა, რომ ეს ვიზიტები „უბრალოდ, საჩვენებლად არ ყოფილა“... ამერიკულ მხარეს სურს კონფლიქტის დასრულება ზამთრის დადგომამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
РИА-ს მონაცემებით, კრემლში გამართული მოლაპარაკებების დროს ამერიკულმა დელეგაციამ წარადგინა კონკრეტული წინადადებები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიღწევისკენ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი სკეპტიკურად აფასებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მალე დაწყების შესაძლებლობას. მისი აზრით, ისინი შეიძლება დაიწყოს 2027 წლის გაზაფხულისა ან ზაფხულისა.
უიტკოფი და კუშნერი 6 სექტემბერს კიევში ზელენსკის შეხვდნენ. მოლაპარაკებები მოსკოვში პუტინთან მათი შეხვედრის მეორე დღეს გაიმართა. კიევის მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით, უიტკოფმა დისკუსია შეაფასა როგორც შინაარსიანი და განაცხადა კონტაქტების გაგრძელების განზრახვის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0