თბილისში გაზმომარაგება 13 ათასზე მეტ აბონენტს შეუწდება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2026
გამოწერა
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. სამგორის რაიონში გაზმომარაგების ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 13,6 ათას აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (Tbilisi Energy) განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო 7 სექტემბრის 10:00 საათიდან 8 სექტემბრის 10:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება როგორც მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 8 სექტემბრის 10:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 სთ-მდე.
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და სთხოვს, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
ყველა ახალი ამბავი
0