რუსეთი ქართული მოცვის შესყიდვას აგრძელებს

© photo: Sputnik / Vitaly An'kov / გადასვლა მედიაბანკშიმოცვი
მოცვი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2026
გამოწერა
რუსეთი ქართული მოცვის იმპორტით ბოლო ხუთი წლის მანძილზე ლიდერ პოზიციას იკავებს.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი მაისიდან 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში საქართველომ 10,2 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი განახორციელა, რაც 52%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - პროდუქციის 90,6% რუსეთში გავიდა, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი 2019 წელს დაიწყო და ყოველ წელს ორმაგდება როგორც რაოდენობის, ისე თანხის მხრივ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოწვის ექსპორტის კუთხით რუსეთი ლიდერობს.
უწყების ცნობით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 64,1 მილიონი დოლარის ღირებულების მოცვი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით მეტია.
მოცვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც 9,3 ათასი ტონა გავიდა. მცირე რაოდენობით ექსპორტი განხორციელდა გერმანიაში (240 ტონა), ნიდერლანდებში (167 ტონა), სომხეთში (195 ტონა), თურქეთში (102 ტონა), პოლონეთში (76 ტონა), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (70 ტონა) და სხვა ქვეყნებში.
ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანაზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. მოცვის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზეა გაშენებული იმერეთის, სამეგრელოს, აჭარისა და გურიის რეგიონებში.
მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები - პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს საექსპორტო ფასს მთელ მსოფლიოში.
ყველა ახალი ამბავი
0