კურორტის გვერდის ავლით: როგორ მიდის აბასთუმნის ახალი გზის მშენებლობა?

© Courtesy of Roads Department of Georgiaაბასთუმანი
აბასთუმანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2026
გამოწერა
სამუშაოები მოიცავს კლდოვანი გრუნტების დამუშავებას, ბურღვით სამუშაოებს, ფერდობების სტაბილიზაციასა და გზის სავალი ნაწილის გაფართოებას. გზის მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შენდება საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები და სანიაღვრე არხები.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. აბასთუმნის 15,9 კილომეტრიანიშემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება, სამუშაოები რთულ გეოლოგიურ და რელიეფურ პირობებში მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ახალი გზის მთავარი მიზანია, სატრანზიტო ავტოტრანსპორტის გადაადგილება უშუალოდ დაბა აბასთუმნის გვერდის ავლით. ეს შეამცირებს კურორტის სატრანსპორტო დატვირთვას, ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მისი უნიკალური ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას.
სამუშაოები მოიცავს კლდოვანი გრუნტების დამუშავებას, ბურღვით სამუშაოებს, ფერდობების სტაბილიზაციასა და გზის სავალი ნაწილის გაფართოებას. გზის მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შენდება საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები და სანიაღვრე არხები.
პროექტის ფარგლებში უკვე გაყვანილია 368-მეტრიანი საგზაო გვირაბი. ჯამში, გათვალისწინებულია 6 ახალი ხიდის მოწყობა. მათგან მდინარე აბასთუმანზე 3 ხიდის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და დარჩენილია ასფალტბეტონის საფარის მოწყობა, ხოლო დანარჩენი 3 ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
შემოვლითი გზის მშენებლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და დაზიანებული ბუნებრივი საფარის აღდგენას. სამუშაოების პარალელურად დაიწყება ტყისა და ხე-მცენარეების აღდგენა იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც გზის მშენებლობამ ზემოქმედება მოახდინა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საკომპენსაციო თანხები უკვე გადახდილი აქვს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის.
ამასთან, სააგენტოსთან შეთანხმებით, დაიგეგმა დამატებითი საკომპენსაციო რგვებიც. ექსპერტები უკვე მუშაობენ შესაბამის გეგმაზე, რომლითაც განისაზღვრება აბასთუმნის შემოვლითი გზის არეალში დასარგავი მცენარეების სახეობები და რაოდენობა.
ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შესაბამისი ღონისძიებებიც, მათ შორის ცხოველთა სახეობებისთვის სპეციალური მიგრაციის გასასვლელების მოწყობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გარემოს აღდგენისა და გამწვანების ღონისძიებებს გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგაც გააგრძელებს, რათა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად შენარჩუნდეს და აღდგეს ბუნებრივი გარემო.
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის პარალელურად, კურორტის მიმართულებით გრძელდება სხვა საგზაო პროექტებიც, როგორიცაა ქუთაისი–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია, ასევე დაბა აბასთუმანში ასათიანის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება.
პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება
კურორტის ისტორია
კურორტი აბასთუმანი თბილისიდან 235 კილომეტრის დაშორებით, ადიგენის რაიონში, ზღვის დონიდან 1200-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
აბასთუმანი ქალაქის ტიპის დასახლებაა მთის ჰაერით, რომელიც საუკუნოვანი ფიჭვებისა და ნაძვების ნაწილაკებითაა გაჟღენთილი. სწორედ ეს ნაწილაკები ამდიდრებენ აბასთუმნის ჰაერს სამკურნალო თვისებებით, რომელიც განსაკუთრებით კარგია არაჯანსაღი ფილტვების მქონე ადამიანებისთვის.
ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა და მისი თანმდევი დაავადებები, პლევრიტი, ქრონიკული ბრონქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმა - ამ დაავადებების სამკურნალოდ რეკომენდებულია კურორტი აბასთუმანი.
გარდა ამისა, კურორტი აბასთუმანი ცნობილია თერმული წყლებით. მინერალური წყალი, რომლის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, ძირითადად, აბაზანებისთვის გამოიყენება.
კურორტი აბასთუმანი XIX საუკუნის შუა პერიოდში დაფუძნდა. აბასთუმნის გვერდით რეგიონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მდებარეობს.
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ავითარებს აბასთუმნის კურორტს - შემუშავებულია გენგეგმა. უკვე დასრულებულია XIX და XX საუკუნეების 20 ისტორიული შენობის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეკონსტრუქცია.
ყველა ახალი ამბავი
0