მთავრობა მცირე ავიაციის განვითარებისთვის შესაბამის ნაბიჯებს დგამს

© Сourtesy of Georgian Governmentპროექტი Ambassadori Aviation Village
პროექტი Ambassadori Aviation Village - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2026
გამოწერა
მცირე ავიაცია ხელს შეუწყობს საქართველოში ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
5 სექტემბერს კაჭრეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village) ოფიციალურად გაიხსნა. 15 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.
„შიდა მობილობისა და აეროპორტების ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. სულ ახლახან გამოცხადდა ტენდერი როგორც თელავის, ისე მესტიის აეროპორტების ტერმინალების მშენებლობაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით მცირე ავიაციასაც თავისი წვლილი ექნება როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებაში“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, მრავალი წლის განმავლობაში საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და დღეს კერძო სექტორი ასეთი ინვესტიციებით ჩაერთო მცირე ავიაციის განვითარებაში.
პროექტი „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0