მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის
გამოწერა
ცვლილებები მიზნად ისახავს საცობების შემცირებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელ მანევრირებას
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ საბურთალოზე, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური მოძრაობის განსამუხტავად გადაადგილების ახალი სქემა შეიმუშავა.
უწყების ცნობით, სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი საგზაო მოძრაობის სქემა შეიცვლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ საინფორმაციო ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც დეტალურადაა განმარტებული დაგეგმილი ცვლილებები. მერიის განცხადებით, რეფორმის მიზანი აღნიშნულ კვანძზე არსებული ქაოსური მოძრაობის განტვირთვა, სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, კონფლიქტური მანევრების შემცირება, ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილება და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. სქემა ასეთი იქნება:
- მეტროს სადგურ „დელისიდან“ „სითი მოლის“ მიმართულებით მოძრაობისას, სავაჭრო ცენტრთან არსებულ მთავარ გზაჯვარედინზე, პირველივე შესახვევში მარცხნივ მოხვევით მოძრაობა შესაძლებელი გახდება როგორც ქავთარაძის ქუჩისკენ, ისე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით.
- მეორე შესახვევი განკუთვნილი იქნება იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მოლის მიმართულებით გადაადგილდებიან.
- მეტროს სადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მხრიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება „სითი მოლთან“ პირველივე შესახვევში მარჯვნივ მოხვევით, რის შემდეგაც სატრანსპორტო საშუალებები მარცხნივ მოხვევით ყაზბეგის გამზირზე გავლენ. ამ შესახვევიდან ავტომობილები ქავთარაძის ქუჩაზე მოძრაობას ვეღარ გააგრძელებენ, თუმცა მუნიციპალური ტრანსპორტი საჭიროების შემთხვევაში შეძლებს ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრას.

- ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავხელიძის ქუჩიდან „სითი მოლის“ მიმართულებით ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. თითოეული მიმართულებით შენარჩუნდება ორ-ორი სამანქანო ზოლი.
უწყების ცნობით, „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებულ მოედანზე ეწყობა შუქნიშნით რეგულირებული ქვეითთა გადასასვლელები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას დაუკავშირდა. მოედანზე საპარკინგე ადგილები შენარჩუნდება, განლაგება ახალი სქემის შესაბამისად იცვლება.