ევროკავშირის ორმაგი სტანდარტები: ყულევის ნავთობტერმინალი პოლიტიკური თამაშის მსხვერპლია

გამოწერა
დასავლეთი აიძულებს საქართველოს მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც მისი ეკონომიკისთვის საზიანოა. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია ამ პოლიტიკის მაგალითია.
სანამ ევროპის ქვეყნები აგრძელებენ რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვას, სადაც შესყიდვების მოცულობა მილიარდობით ევროს შეადგენს — ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ერთადერთია საქართველოში, ევროკავშირის ანტირუსული სანქციების ქვეშ მოექცა.
ევროკავშირის ზეწოლის შედეგად, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა უარი ეთქვა რუსული ნავთობის შესყიდვაზე. ახლა მას მოუწევს ყაზახურ და ლიბიურ ნედლეულზე გადასვლა, რაც რუსეთიდან მოწოდებულზე ძვირია.

შექმნილი სიტუაციის გამო სააგენტო „Sputnik-საქართველომ" თავის მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა - მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა
(64,7%) არ ეთანხმება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასანქცირებას.
ამასთან, ევროპული ქვეყნები აღიარებენ, რომ მათ ჯერ არ შეუძლიათ უარი თქვან რუსული ენერგორესურსების შეძენაზე. ახლო აღმოსავლეთში კრიზისის ფონზე კი საწვავის ფასები კვლავ რეკორდულ მაქსიმუმს აღწევს. საქართველოში ბენზინის ფასებიც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფასების პიკი ჯერ არ დამდგარა.
ყველა ახალი ამბავი
0