https://sputnik-georgia.com/20260906/henris-piramidis-saqmeze-gamozieba-daicko-300467557.html
„ჰენრის პირამიდის“ საქმეზე გამოძიება დაიწყო
„ჰენრის პირამიდის“ საქმეზე გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
უწყებამ აღნიშნული საქმის გამოძიება საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. 06.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-06T19:00+0400
2026-09-06T19:00+0400
2026-09-06T19:00+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/04/279241952_197:475:893:866_1920x0_80_0_0_d5960669b4e3db79355fcc7a5319e676.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-ის („ჰენრის პირამიდა“) საქმეზე გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".უწყებამ გამოძიება ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე დაიწყო.TSQ Investment Group, რომელიც ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გააქტიურდა, მომხმარებლებს კრიპტოაქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით თანხების გამომუშავებას სთავაზობდა. თუმცა, აგვისტოს ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ TSQ Investment Group-ის მომხმარებლები თანხის გატანას ვერ ახერხებენ.გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.ბოლო პერიოდში გააქტიურებული „ფინანსური პირამიდის“ შესახებ მოქლაქეები ეროვნულმა ბანკმა 26 აგვისტოს ბოლოს გააფრთხილა. „ფინანსური პირამიდის“ მთავარი მიზანი არა თანხის მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვაა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნეს-საქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტო-აქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა.სქემის ფუნქციონირების საწყის ეტაპზე, სანამ ადამიანები აქტიურად წევრიანდებიან, შეიძლება მონაწილეებმა გარკვეული თანხაც მიიღონ. თუმცა, დროის გარკვეულ მომენტში, როდესაც ახალი წევრებისა და დამატებითი სახსრების მოზიდვა შეუძლებელი ხდება, კომპანია ვეღარ ასრულებს მონაწილეების მიმართ არსებულ ვალდებულებებს და სქემა აუცილებლად იშლება. ასეთ დროს მონაწილეებს საკუთარი სახსრების გატანაზე ხშირად ტექნიკური მიზეზით ეუბნებიან უარს, ზოგჯერ კი ინვესტიციის დაბრუნების სანაცვლოდ დამატებით თანხასაც სთხოვენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/04/279241952_62:0:1217:866_1920x0_80_0_0_3fba460b28ceaa0d19f2e8cb2f55406d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საზოგადოება, ახალი ამბები
„ჰენრის პირამიდის“ საქმეზე გამოძიება დაიწყო
უწყებამ აღნიშნული საქმის გამოძიება საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-ის („ჰენრის პირამიდა“) საქმეზე გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
უწყებამ გამოძიება ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე დაიწყო.
TSQ Investment Group, რომელიც ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გააქტიურდა, მომხმარებლებს კრიპტოაქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით თანხების გამომუშავებას სთავაზობდა. თუმცა, აგვისტოს ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ TSQ Investment Group-ის მომხმარებლები თანხის გატანას ვერ ახერხებენ.
გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.
ბოლო პერიოდში გააქტიურებული „ფინანსური პირამიდის“ შესახებ მოქლაქეები ეროვნულმა ბანკმა 26 აგვისტოს ბოლოს გააფრთხილა.
„ფინანსური პირამიდის“ მთავარი მიზანი არა თანხის მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვაა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნეს-საქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტო-აქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა.
სქემის ფუნქციონირების საწყის ეტაპზე, სანამ ადამიანები აქტიურად წევრიანდებიან, შეიძლება მონაწილეებმა გარკვეული თანხაც მიიღონ. თუმცა, დროის გარკვეულ მომენტში, როდესაც ახალი წევრებისა და დამატებითი სახსრების მოზიდვა შეუძლებელი ხდება, კომპანია ვეღარ ასრულებს მონაწილეების მიმართ არსებულ ვალდებულებებს და სქემა აუცილებლად იშლება. ასეთ დროს მონაწილეებს საკუთარი სახსრების გატანაზე ხშირად ტექნიკური მიზეზით ეუბნებიან უარს, ზოგჯერ კი ინვესტიციის დაბრუნების სანაცვლოდ დამატებით თანხასაც სთხოვენ.