დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს

© photo: Sputnik / Grigory Sisoev / გადასვლა მედიაბანკშიდიანა დევისი და გლებ სმოლკინი
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2026
გამოწერა
სპორტსმენებმა ტურნირზე ახალი პროგრამები წარადგინეს.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ახალი სპორტული სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე სპორტულ ცეკვებში ახალი პროგრამით წარდგნენ.
მათ ჯამში 188,99 ქულა დააგროვეს, ტურნირში მოასპარეზე 12 წყვილს შორის პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.
აღნიშნული გამარჯვება წყვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტარტია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ გასულ სეზონზე ევროპის ჩემპიონატზე მე-6 ადგილი, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0