https://sputnik-georgia.com/20260906/dedaqalaqis-9-skolashi-saskolo-mzaobis-jgupebi-ixsneba-300464366.html
დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება
დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება
Sputnik საქართველო
პროექტის მიზანია სასკოლო მზაობისა და დაწყებითი განათლების ეტაპების ერთმანეთთან დაკავშირება. 06.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-06T13:00+0400
2026-09-06T13:00+0400
2026-09-06T13:00+0400
საქართველო
თბილისი დღეს
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.პროექტი ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის — „საქართველო I2Q“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.პროექტის მიზანია სასკოლო მზაობისა და დაწყებითი განათლების ეტაპების ერთმანეთთან დაკავშირება.უწყების ცნობით, თბილისის ბაღებში დანერგილია სასკოლო მზაობის პროგრამა 5-6 წლიანთა ასაკობრივი ჯგუფებისთვის. აღნიშნული პროექტი კი წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას იმ ოჯახებისთვის, ვისაც აღარ სურს საბავშვო ბაღის სერვისით სარგებლობა ან ვერ სარგებლობს ამ მომსახურებით.პროექტში, რომელიც საპილოტე ხასიათისაა, ამ ეტაპზე ჩართულია შემდეგი საჯარო სკოლები:აღნიშნულ სასკოლო მზაობის ჯგუფებში რეგისტრაციის მსურველებმა, შესაბამისი განცხადება 12 სექტემბრამდე უნდა გააგზავნონ სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე, saagentoskancelaria@gmail.com.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება
პროექტის მიზანია სასკოლო მზაობისა და დაწყებითი განათლების ეტაპების ერთმანეთთან დაკავშირება.
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტი ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის — „საქართველო I2Q“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის მიზანია სასკოლო მზაობისა და დაწყებითი განათლების ეტაპების ერთმანეთთან დაკავშირება.
უწყების ცნობით, თბილისის ბაღებში დანერგილია სასკოლო მზაობის პროგრამა 5-6 წლიანთა ასაკობრივი ჯგუფებისთვის. აღნიშნული პროექტი კი წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას იმ ოჯახებისთვის, ვისაც აღარ სურს საბავშვო ბაღის სერვისით სარგებლობა ან ვერ სარგებლობს ამ მომსახურებით.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, სასკოლო მზაობის პროგრამის ხანგრძლივობა დღეში 3 საათს შეადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.
პროექტში, რომელიც საპილოტე ხასიათისაა, ამ ეტაპზე ჩართულია შემდეგი საჯარო სკოლები:
1.
აკაკი კივილაძის სახელობის თბილისის №8 საჯარო სკოლა;
2.
თბილისის №132 საჯარო სკოლა;
3.
თბილისის №108 საჯარო სკოლა;
4.
თბილისის №145 საჯარო სკოლა;
5.
თბილისის №168 საჯარო სკოლა;
6.
თბილისის №215 საჯარო სკოლა;
7.
თბილისის №169საჯარო სკოლა;
8.
თბილისის №92 საჯარო სკოლა;
9.
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის №212 საჯარო სკოლა.
აღნიშნულ სასკოლო მზაობის ჯგუფებში რეგისტრაციის მსურველებმა, შესაბამისი განცხადება 12 სექტემბრამდე უნდა გააგზავნონ სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე, saagentoskancelaria@gmail.com.