ინფექციონისტი: ამ ზაფხულს უფრო დიდ პრობლემად გადაიქცა ნაწლავური ინფექციები

© photo: Sputnik / Stringerტურისტული სეზონი ბათუმში
ტურისტული სეზონი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2026
გამოწერა
მაია ბუწაშვილი საზოგადოებას საყურადღებო სიმპტომების შესახებ აფრთხილებს
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში ნაწლავური ინფექციები წინა წლებთან შედარებით უფრო დიდ პრობლემად გადაიქცა, დაწერა სოციალურ ქსელში ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
ბუწაშვილის თქმით, წლევანდელ სეზონზე პაციენტებში განსაკუთრებით ხშირად ვლინდება სალმონელა (ბაქტერიული ინფექცია), თუმცა, პარალელურად ფიქსირდება ნაწლავური ვირუსული ინფექციები.
„როგორც წესი, ზაფხულის განმავლობაში კურორტებიდან უამრავი ადამიანი ბრუნდება დიარეითა და სხვა ნაწლავური ინფექციებით... კარგი იქნებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი პერიოდულად გვიზიარებდეს მონაცემებს, რომელი ნაწლავური ინფექციები დომინირებს ამ სეზონზე და ამ მხრივ რომელი კურორტები უფრო მაღალი რისკის შემცველია“, - დაწერა ბუწაშვილმა.
როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, მონაცემებს, თუ რომელი ინფექციებია ამ სეზონზე დიარეის გამომწვევი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიკური მართვისთვის.
„ვირუსულ, ბაქტერიულ და პარაზიტულ დაავადებებს სხვადასხვანაირი მართვა ჭირდება და როდესაც ექიმმა ანალიზის პასუხების მიღებამდე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იცის, ანუ რომელი ინფექციის ალბათობაა მაღალი, ეს მას ძალიან ეხმარება. დიარეული დაავადებების დროს უნდა ჩატარდეს განავლის შესაბამისი გამოკვლევები“, -აღნიშნა ბუწაშვილმა.
ინფექციონისტი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დი­ა­რე­უ­ლი და­ვა­დე­ბე­ბის დროს შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ი­ტა­რონ და ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია თვით­ნე­ბუ­რად არ და­ი­წყონ.
„არ არის სა­ჭი­რო გა­დას­ხმა, თუ პა­ცი­ენ­ტი სი­თხეს ადეკ­ვა­ტუ­რად იღებს. გა­დას­ხმა სი­თხის ერთჯე­რა­დი შევ­სე­ბაა და გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, როცა სი­თხეს ვერ იღებს ან დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ის (გა­უ­წყლო­ე­ბის) სიმპტო­მე­ბია. ეს ვერ შეც­ვლის სი­თხის მი­ღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას და პა­ცი­ენ­ტმა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­თხის და­ლე­ვა გა­დას­ხმის მე­რეც უნდა გა­აგ­რძე­ლოს", - განაცხადა ბუწაშვილმა.
მნიშვნელოვანი და საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც სამედიცინო დახმარება აუცილებელია, არის სისხლიანი განავალი; ჭარბი ძილიანობა; ცნობიერების დაბინდვა/ცვლილება; შეუპოვარი ცხელება, რომელიც სტანდარტულ სიცხის დამწევებს არ ემორჩილება, მუცლის ძლიერი, შეტევითი ტკივილი.
მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ პა­ცი­ენტს სი­ცხე აქვს, აღე­ბი­ნებს ან ფა­ღა­რა­თი აქვს, „სას­წრა­ფო დახმარების" გა­მო­ძა­ხე­ბა და სტაციონარში გადაყვანა არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი.
ბუწაშვილის განცხადებით, რისკ-ჯგუფში შედიან ჩვილი ბავშვები, მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, სადაც ჰოსპიტალიზაცია ხშირად შეიძლება მართლაც აუცილებელი გახდეს.
ყველა ახალი ამბავი
0