პუტინის მოლაპარაკებები უიტკოფთან და კუშნერთან უკვე ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობს

© POOL / გადასვლა მედიაბანკშიპრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდა
პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდა - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2026
გამოწერა
შეხვედრა მოსკოვის დროით დაახლოებით 19:55 საათზე დაიწყო
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და პრეზიდენტის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან, კრემლში ორ საათზე მეტხანს გრძელდება, იტყობინება „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი.
შეხვედრა მოსკოვის დროით საღამოს დაახლოებით 7:55 საათზე დაიწყო. რუსეთის მხრიდან მონაწილეობენ პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხოურ ინვესტიციებსა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.
უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში დღეს ჩაფრინდნენ. დმიტრიევი აშშ-ის წარმომადგენლებს „ვნუკოვოს“ აეროპორტში დახვდა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანამდე აღნიშნა, რომ ამერიკის წარმომადგენლები მოსკოვში ვიზიტის დროს უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე წინადადებას წარადგენდნენ.
სამშაბათს პუტინმა ბიშკეკში გამართული სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ უიტკოფი და კუშნერი ყოველთვის სასურველი სტუმრები არიან რუსეთში და კრემლი სიამოვნებით მუშაობს მათთან.
ყველა ახალი ამბავი
0