https://sputnik-georgia.com/20260905/humanitaruli-sakitxebi-politikaze-marla-dgas-metreveli-tragikul-avarias-gamoexmaura-300455362.html
ჰუმანიტარული საკითხები პოლიტიკაზე მაღლა დგას - მეტრეველი ტრაგიკულ ავარიას გამოეხმაურა
ჰუმანიტარული საკითხები პოლიტიკაზე მაღლა დგას - მეტრეველი ტრაგიკულ ავარიას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
30 აგვისტოს ღამეს ფედერალური გზატკეცილი „კავკაზის“ მე-3 კილომეტრზე ავარია მოხდა, დაიღუპა ექვსი ადამიანი 05.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-05T16:37+0400
2026-09-05T16:37+0400
2026-09-05T16:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/0c/299108723_0:44:840:517_1920x0_80_0_0_ec962974f839417dcd0c95140be5ed1a.png
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ და რუსეთმა ღრმა პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის გზები უნდა გამონახონ, განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მეტრეველმა სტავროპოლის მხარეში მომხდარი მძიმე ავარიის კომენტირებისას.მანამდე რუსეთის რეგიონულ სახელმწიფო საგზაო ინსპექციაში განაცხადეს, რომ 30 აგვისტოს ღამეს, ფედერალური გზატკეცილი „კავკაზის“ მე-3 კილომეტრზე ავარია მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მძღოლმა სახიფათო სიჩქარე განავითარა და მის წინ მიმავალ „კამაზამდე“ უსაფრთხო დისტანცია ვერ შეინარჩუნა. შეჯახების შედეგად ავტობუსი თხრილში გადავარდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა.მისი თქმით, რაც არ უნდა რთული იყოს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები, ქართველები ყოველთვის აღიარებენ და აფასებენ კეთილ, ჰუმანურ და ღირსეულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება.მეტრეველმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მადლობა გადაუხადა რუსეთის სამსახურებს დაშავებული საქართველოს მოქალაქეებისთვის ოპერატიულად გაწეული დახმარებისთვის, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანური ღირებულებები ყოველთვის მაღლა უნდა იდგეს სახელმწიფოთაშორის დაპირისპირებაზე.„კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა მწუხარებას სტავროპოლის მხარეში მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მრავალი კი დაშავდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას“, - განაცხადა მეტრეველმა.ექსპერტმა მადლობა გადაუხადა სტავროპოლის მხარის გუბერნატორ ვლადიმირ ვლადიმიროვს, ასევე რეგიონის შესაბამის სამსახურებსა და სამედიცინო პერსონალს საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის, სწრაფი რეაგირებისთვის და ავარიის შედეგად დაშავებულთათვის საჭირო დახმარების გაწევისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/0c/299108723_47:0:794:560_1920x0_80_0_0_d9f469919037b1954a382021e504c25f.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი
ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი
ჰუმანიტარული საკითხები პოლიტიკაზე მაღლა დგას - მეტრეველი ტრაგიკულ ავარიას გამოეხმაურა
30 აგვისტოს ღამეს ფედერალური გზატკეცილი „კავკაზის“ მე-3 კილომეტრზე ავარია მოხდა, დაიღუპა ექვსი ადამიანი
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ და რუსეთმა ღრმა პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის გზები უნდა გამონახონ, განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მეტრეველმა სტავროპოლის მხარეში მომხდარი მძიმე ავარიის კომენტირებისას.
მანამდე რუსეთის რეგიონულ სახელმწიფო საგზაო ინსპექციაში განაცხადეს, რომ 30 აგვისტოს ღამეს, ფედერალური გზატკეცილი „კავკაზის“ მე-3 კილომეტრზე ავარია მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მძღოლმა სახიფათო სიჩქარე განავითარა და მის წინ მიმავალ „კამაზამდე“ უსაფრთხო დისტანცია ვერ შეინარჩუნა. შეჯახების შედეგად ავტობუსი თხრილში გადავარდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა.
„როგორც მოსკოვის „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი საშინელი ტერაქტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ვთქვი და დღესაც გავიმეორებ: არსებობს საკითხები, სადაც ქართველებმა და რუსებმა, პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად, უნდა ისწავლონ თანამშრომლობა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანების უსაფრთხოება, ჰუმანიტარული საკითხები და ურთიერთდახმარება კატასტროფების დროს სწორედ ის სფეროებია, სადაც ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველთვის მაღლა უნდ იდგეს პოლიტიკურ დაპირისპირებაზე“, - განაცხადა მეტრეველმა.
მისი თქმით, რაც არ უნდა რთული იყოს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები, ქართველები ყოველთვის აღიარებენ და აფასებენ კეთილ, ჰუმანურ და ღირსეულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება.
მეტრეველმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მადლობა გადაუხადა რუსეთის სამსახურებს დაშავებული საქართველოს მოქალაქეებისთვის ოპერატიულად გაწეული დახმარებისთვის, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანური ღირებულებები ყოველთვის მაღლა უნდა იდგეს სახელმწიფოთაშორის დაპირისპირებაზე.
„კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა მწუხარებას სტავროპოლის მხარეში მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მრავალი კი დაშავდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას“, - განაცხადა მეტრეველმა.
ექსპერტმა მადლობა გადაუხადა სტავროპოლის მხარის გუბერნატორ ვლადიმირ ვლადიმიროვს, ასევე რეგიონის შესაბამის სამსახურებსა და სამედიცინო პერსონალს საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის, სწრაფი რეაგირებისთვის და ავარიის შედეგად დაშავებულთათვის საჭირო დახმარების გაწევისთვის.