https://sputnik-georgia.com/20260905/erovnulna-bankma-moqalaqeebs-finansuri-davebi-gadauwra-da-426000-larze-meti-daubrunda-300450717.html
ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეებს ფინანსური დავები გადაუჭრა და 426.000 ლარზე მეტი დაუბრუნა
ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეებს ფინანსური დავები გადაუჭრა და 426.000 ლარზე მეტი დაუბრუნა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია მომხმარებლებისთვის დავის განხილვის სწრაფ, ეფექტურ და უფასო მექანიზმს წარმოადგენს. 05.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-05T10:47+0400
2026-09-05T10:47+0400
2026-09-05T10:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830235_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_7afb3bf7a89e5c34becfe80c1e806bb8.jpg
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია მომხმარებლებისთვის დავის განხილვის სწრაფ, ეფექტურ და უფასო მექანიზმს წარმოადგენს.თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ მომხმარებელთა საჩივრები დააკმაყოფილა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოქალაქეებისთვის 426 000 ლარზე მეტი თანხის დაბრუნება დაავალა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.„კომისიის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილებების შესაბამისად, მომხმარებლებისთვის უკვე ფაქტობრივად ანაზღაურებული/ჩარიცხული თანხების ჯამური მოცულობა 426 ათას ლარს შეადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.წლის დასაწყისიდან კომისიამ განიხილა და წარმოებაში მიიღო მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის არსებული დავების თაობაზე შემოსული 150 საჩივარი. მათგან 125 დავა უკვე დასრულებულია, ხოლო 25 - განხილვის და მოკვლევის პროცესშია.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კომისიის მიმართ მოქალაქეების მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო საკანონმდებლო ცვლილებებმა. ცვლილებების თანახმად, დავის საგნის ღირებულება, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია განიხილოს მომხმარებელთა საჩივრები, 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა.მომხმარებლების მიერ წარდგენილი საჩივრები უმეტესწილად უკავშირდება ანგარიშიდან განხორციელებულ გადახდის ოპერაციებს, რომლებსაც მომხმარებელი არ ეთანხმება.ამ ეტაპზე მიმდინარე დავების ჯამური ღირებულება 400 ათასი ლარია, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, პროვაიდერების მიერ მომხმარებლებისთვის ასანაზღაურებელი დარჩენილი თანხის მოცულობა 393 ათასი ლარია.ჯამურად, კომისიის საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში შემოსული საჩივრებით მოთხოვნილი თანხის მოცულობა 1 მილიონ 645 ათას ლარს შეადგენს.კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს და მისი შექმნა უკავშირდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას.მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტ-ბანკიდან, მობაილ-ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830235_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_281a329949e0e9977e79f2704d0d90f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია მომხმარებლებისთვის დავის განხილვის სწრაფ, ეფექტურ და უფასო მექანიზმს წარმოადგენს.
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ მომხმარებელთა საჩივრები დააკმაყოფილა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოქალაქეებისთვის 426 000 ლარზე მეტი თანხის დაბრუნება დაავალა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
„კომისიის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილებების შესაბამისად, მომხმარებლებისთვის უკვე ფაქტობრივად ანაზღაურებული/ჩარიცხული თანხების ჯამური მოცულობა 426 ათას ლარს შეადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.
წლის დასაწყისიდან კომისიამ განიხილა და წარმოებაში მიიღო მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის არსებული დავების თაობაზე შემოსული 150 საჩივარი. მათგან 125 დავა უკვე დასრულებულია, ხოლო 25 - განხილვის და მოკვლევის პროცესშია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კომისიის მიმართ მოქალაქეების მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო საკანონმდებლო ცვლილებებმა. ცვლილებების თანახმად, დავის საგნის ღირებულება, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია განიხილოს მომხმარებელთა საჩივრები, 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა.
მომხმარებლების მიერ წარდგენილი საჩივრები უმეტესწილად უკავშირდება ანგარიშიდან განხორციელებულ გადახდის ოპერაციებს, რომლებსაც მომხმარებელი არ ეთანხმება.
ამ ეტაპზე მიმდინარე დავების ჯამური ღირებულება 400 ათასი ლარია, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, პროვაიდერების მიერ მომხმარებლებისთვის ასანაზღაურებელი დარჩენილი თანხის მოცულობა 393 ათასი ლარია.
ჯამურად, კომისიის საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში შემოსული საჩივრებით მოთხოვნილი თანხის მოცულობა 1 მილიონ 645 ათას ლარს შეადგენს.
კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს და მისი შექმნა უკავშირდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას.
მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტ-ბანკიდან, მობაილ-ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.