ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება - ახალი მონაცემები

© photo: courtesy of press-service of Ministry of Defence of Georgiaსამხედრო ქარხანა „დელტა“
სამხედრო ქარხანა „დელტა“ - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2026
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო თვიურმა ხელფასმა შეადგინა 2.471,5 ლარი, რაც 153,8 ლარით მეტია გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 828,4 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2025 წლის აპრილ-ივნისის მაჩვენებელზე 4,1%-ით მეტია, იუწყება ეროვნული სტატისტიკის სამსახური „საქსტატი“.
დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან 56,2% მამაკაცია, ხოლო 43,8% – ქალი. ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა მეორე კვარტალში 3,1%-ით გაიზარდა და 768,6 ათასი ადამიანი შეადგინა.
ხარჯებმა პერსონალზე აღნიშნულ პერიოდში 5,8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10,3%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო თვიურმა ხელფასმა შეადგინა 2.471,5 ლარი, რაც 153,8 ლარით მეტია გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით. მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასმა შეადგინა 1944,9 ლარი (+161,4 ლარი)
საშუალო თვიური ხელფასი საწარმოების სიდიდიდან გამომდინარე ასე გამოიყურება:
მსხვილი ბიზნესი – 2622,8 ლარი
საშუალო ბიზნესი – 2918,9 ლარი
მცირე ბიზნესი – 1972,3 ლარი.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 67,5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11,9%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულად ასახვაში საანგარიშო პერიოდში 25,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 10,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0