საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზარი 2,4-ჯერ გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerდოლარები და ლარები
დოლარები და ლარები - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2026
გამოწერა
დღეს ბაზარზე წარმოდგენილია როგორც სასესხო და ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებში ინვესტიციის განმახორციელებელი ფონდები, ასევე კერძო და ვენჩურული კაპიტალის, „შერეული“ და სხვა ტიპის ფონდები.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი სწრაფ ზრდას განიცდის: 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის, მართვაში არსებული აქტივების მოცულობა წინა წელთან შედარებით 2,4-ჯერ გაიზარდა და 546 მილიონ ლარს მიაღწია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.
საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი ბოლო წლებში დინამიურად ვითარდება. 2020 წელს გაიცა პირველი აქტივების მმართველის, ხოლო 2021 წელს პირველი საინვესტიციო ფონდის რეგისტრაცია.
2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ბაზარზე ოპერირებდა 11 აქტივების მმართველი კომპანია და 24 საინვესტიციო ფონდი.
დღეს ბაზარზე წარმოდგენილია როგორც სასესხო და ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებში ინვესტიციის განმახორციელებელი ფონდები, ასევე კერძო და ვენჩურული კაპიტალის, „შერეული“ და სხვა ტიპის ფონდები.
საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით, 2020 წლის ივლისში დამტკიცდა კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, განახლდა მარეგულირებელი ჩარჩო. ის ეფუძნება ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ძირითად პრინციპებს.
მარეგულირებლის ინფორმაციით, ამგვარი ჩარჩოს არსებობის პირობებში საქართველოში საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების მიმართ ბაზრის მონაწილეთა ინტერესიც გაიზარდა.
საბოლოოდ, ეროვნული ბანკის მიერ უზრუნველყოფილი მარეგულირებელი ჩარჩო და ზედამხედველობა ბიძგს აძლევს ბაზრის გაჯანსაღებასა და ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითად აისახება ქვეყნის ფინანსურ მდგრადობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0