საქართველოში ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის ზღვარი შეიცვლება

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2026
გამოწერა
კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნება მიღებული და ცვლილებები გადასახდელ თანხებზე უკვე მიმდინარე წელსვე აისახება
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში ქონების გადასახადის რეფორმა ამ ეტაპზე მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხებათ, რომელთათვისაც 40.000-ლარიანი საგადასახადო ზღვარი გადაიხედება, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
ამჟამად, ქონების გადასახადი ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 40.000 ლარს აღემატება. ფინანსთა სამინისტრომ 2023 წელს გამოაცხადა რეფორმა, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადი აღარ იქნება დამოკიდებული შემოსავალზე. გარდა ამისა, სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ რეფორმის თანახმად, ქონების გადასახადი იქნება დამოკიდებული კომპანიის ან ფიზიკური პირის ქონების ფართობზე, ხოლო თავად ქონების ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ზონებისა და კვადრატული მეტრის ღირებულების მიხედვით.
დეტალებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ზღვრები შეიცვლება. ამ ეტაპზე, ცვლილებები იქნება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არ იქნება ცვლილებები კომერციული სუბიექტების მიმართ, რაზედაც გაგრძელდება რეფორმა“, - განაცხადა მან.
კაკაურიძის თქმით, კომერციული სექტორის რეფორმირებაზე ხელისუფლება ეტაპობრივად გადაცა, რადგან კომერციულ შემთხვევაში რეფორმა გაცილებით რთული განსახორციელებელია.
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ 40 ათასიანი ზღვარი ახლა მოქმედებს როგორც შეღავათი მოქალაქეებისთვის და ამჟამად ფინანსთა სამინისტრო მსჯელობს, რამდენით უნდა შეიცვალოს ის. კომპანიების ნაწილში ჯერჯერობით პირობები არ შეიცვლება, თუმცა ფიზიკური პირების საბოლოო რედაქციაზე მომდევნო პარლამენტთან კვირის ბოლომდე შეთანხმდებიან.
„საბოლოო სახე როცა გვექნება, როგორ დაბალანსდება ბიუჯეტიდან, ამას გადავწყვეტთ უკვე ბიუჯეტის ცვლილებებთან ერთად“, – განაცხადა კაკაურიძემ.
კითხვაზე, მოესწრება თუ არა ცვლილების მიღება პირველ ნოემბრამდე, კაკაურიძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნება მიღებული და შესაძლებელი იქნება უკვე გადასახდელ თანხებზე წელს ამოქმედდეს.
31 აგვისტოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა ფიზიკურ პირებზე ქონების გადასახადის გადახდისთვის არსებული ზღვარი – 40.000 ლარი გაიზარდოს.
ყველა ახალი ამბავი
0