როგორც შეიცვალა ფასები საქართველოში - აგვისტოს მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2026
გამოწერა
აგვისტოში წლიური ინფლაცია გაიზარდა 5,6%-მდე, რაც თითქმის ორჯერ აჭარბებს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის აგვისტო 2025 წლის აგვისტოსთან) 5,6% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
წინა თვეებში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ შეადგინა 4,8% (2026 წლის იანვარი 2025 წლის იანვართან), 4,6% (2025 წლის თებერვალი 2026 თებერვალთან), 4,3% (2025 წლის მარტი 2026 მარტთან), 5,9% (2026 წლის აპრილი 2025 წლის აპრილთან), 5,7% (2026 წლის მაისი 2025 წლის მაისთან) და 5,5% (2026 წლის ივლისი 2025 წლის ივლისთან)
აგვისტოში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ტრანსპორტზე (15,2%), კომუნალურ მომსახურებაზე (8,5%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (6,8%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (5,5%), ჯანდაცვაზე (5,2%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (5%), განათლების სფეროში (2,4%), დასვენების და გართობის სფეროში (1,5%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (0,6%).
ფასები შემცირდა კავშირგაბმულობაზე (7,5%), ავეჯზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სახლის მოვლის საშუალებებზე (1,8%).
2026 წლის აგვისტოში, 2026 წლის ივლისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,4% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0