https://sputnik-georgia.com/20260904/ram-gamoiwvia-inflaciis-zrda-saqartvelosi-ministris-moadgilis-ganmarteba-300447265.html
რამ გამოიწვია ინფლაციის ზრდა საქართველოში - მინისტრის მოადგილის განმარტება
რამ გამოიწვია ინფლაციის ზრდა საქართველოში - მინისტრის მოადგილის განმარტება
Sputnik საქართველო
ფასების ზრდა გლობალური და გარდაუვალი პროცესია, მაგრამ ეკონომიკური განვითარების გარეშე ნულოვანი ინფლაცია ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება, განაცხადა მინისტრის... 04.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-04T18:45+0400
2026-09-04T18:45+0400
2026-09-04T21:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1d/296421131_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_6d30e3b3a80597217793558fc01916e6.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. გლობალურ ბაზრებზე ნავთობის მნიშვნელოვანი გაძვირება და კომუნალური ხარჯების ზრდა საქართველოში ინფლაციის დაჩქარების ძირითადი ფაქტორები გახდა, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის აგვისტო 2025 წლის აგვისტოსთან) 5,6% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია.„ნავთობის ფასები საკმაოდ გაიზარდა, რამაც შემდეგ სხვა პროდუქტებზეც იმოქმედა. ასევე გაიზარდა სხვადასხვა კომუნალური ხარჯი და საბოლოოდ ინფლაციაზეც იმოქმედა. საქსტატს გამოქვეყნებული აქვს, რომელი კომპონენტი რამდენით აისახა ინფლაციაზე. ეს ის იყო, რამაც ჯამში 5,6%-იანი ინფლაცია გამოიწვია“, - განაცხადა კაკაურიძემ.მისი თქმით, წელს მოსალოდნელია რომ ინფლაცია ეტაპობრივად დაბლა ჩამოვა და წლის ბოლოს იქნება საშუალო მაჩვენებელი, დაახლოებით 5%. მომდევნო წელს პროცესის კლებადი ტენდენცია იქნება.კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა არის როგორც ქვეყნისთვის, ისე თითოეული ადამიანისთვის შემოსავლების ზრდის მთავარი გარანტი, რაც ინფლაციის ნეგატიური შედეგების გადაფარვის საშუალებას იძლევა.მისი თქმით, ფასების ზრდა გლობალური და გარდაუვალი პროცესია, მაგრამ ეკონომიკური განვითარების გარეშე ნულოვანი ინფლაცია სახელმწიფოსათვის დამღუპველი გახდება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სასურველია ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელზე, 3%-ე იყოს შენარჩუნებული.„დღეის მდგომარეობით, უფრო მაღალია ინფლაცია, ვიდრე მისი მიზნობრივი მაჩვენებელი, თუმცა მომდევნო წლიდან, ვფიქრობთ, 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება. ისევე, როგორც, დიდი ალბათობით, ეკონომიკური ზრდაც ასეთი მაღალი ვერ იქნება და ეტაპობრივად მის ბუნებრივ დონეს დაუბრუნდება, რაც დაახლოებით 5,5%-ია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10.6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7.8%, 2024 წელს - 9.7%, ხოლო 2025 წელს - 7.5%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1d/296421131_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e0b00c891143952d27fcda8e0fcb08e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
რამ გამოიწვია ინფლაციის ზრდა საქართველოში - მინისტრის მოადგილის განმარტება
18:45 04.09.2026 (განახლებულია: 21:20 04.09.2026) ფასების ზრდა გლობალური და გარდაუვალი პროცესია, მაგრამ ეკონომიკური განვითარების გარეშე ნულოვანი ინფლაცია ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. გლობალურ ბაზრებზე ნავთობის მნიშვნელოვანი გაძვირება და კომუნალური ხარჯების ზრდა საქართველოში ინფლაციის დაჩქარების ძირითადი ფაქტორები გახდა, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის აგვისტო 2025 წლის აგვისტოსთან) 5,6% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია.
„ნავთობის ფასები საკმაოდ გაიზარდა, რამაც შემდეგ სხვა პროდუქტებზეც იმოქმედა. ასევე გაიზარდა სხვადასხვა კომუნალური ხარჯი და საბოლოოდ ინფლაციაზეც იმოქმედა. საქსტატს გამოქვეყნებული აქვს, რომელი კომპონენტი რამდენით აისახა ინფლაციაზე. ეს ის იყო, რამაც ჯამში 5,6%-იანი ინფლაცია გამოიწვია“, - განაცხადა კაკაურიძემ.
მისი თქმით, წელს მოსალოდნელია რომ ინფლაცია ეტაპობრივად დაბლა ჩამოვა და წლის ბოლოს იქნება საშუალო მაჩვენებელი, დაახლოებით 5%. მომდევნო წელს პროცესის კლებადი ტენდენცია იქნება.
კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა არის როგორც ქვეყნისთვის, ისე თითოეული ადამიანისთვის შემოსავლების ზრდის მთავარი გარანტი, რაც ინფლაციის ნეგატიური შედეგების გადაფარვის საშუალებას იძლევა.
მისი თქმით, ფასების ზრდა გლობალური და გარდაუვალი პროცესია, მაგრამ ეკონომიკური განვითარების გარეშე ნულოვანი ინფლაცია სახელმწიფოსათვის დამღუპველი გახდება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სასურველია ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელზე, 3%-ე იყოს შენარჩუნებული.
„დღეის მდგომარეობით, უფრო მაღალია ინფლაცია, ვიდრე მისი მიზნობრივი მაჩვენებელი, თუმცა მომდევნო წლიდან, ვფიქრობთ, 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება. ისევე, როგორც, დიდი ალბათობით, ეკონომიკური ზრდაც ასეთი მაღალი ვერ იქნება და ეტაპობრივად მის ბუნებრივ დონეს დაუბრუნდება, რაც დაახლოებით 5,5%-ია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10.6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7.8%, 2024 წელს - 9.7%, ხოლო 2025 წელს - 7.5%.