https://sputnik-georgia.com/20260904/ekonomikis-saministro-biznes-seqtoris-rekordul-macveneblebze-saubrobs-300440611.html
ეკონომიკის სამინისტრო ბიზნეს სექტორის რეკორდულ მაჩვენებლებზე საუბრობს
ეკონომიკის სამინისტრო ბიზნეს სექტორის რეკორდულ მაჩვენებლებზე საუბრობს
Sputnik საქართველო
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 2026 წლის მეორე კვარტალში 828.400 ადამიანი შეადგინა, რაც 32,7%-იან ზრდას წარმოადგენს 04.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-04T16:57+0400
2026-09-04T16:57+0400
2026-09-04T16:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/19/291543363_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_5162a8ec7819be59374a2c9f70945874.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik.საქართველოს ბიზნეს სექტორმა მეორე კვარტალში აჩვენა როგორც ბრუნვის, ისე გამოშვების რეკორდული ზრდა, ამასთან პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა არამხოლოდ მსხვილ, არამედ საშუალო და მცირე ზომის საწარმოებში, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საწარმოების მთლიანმა ბრუნვამ 67.5 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 11.9%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გარდა ამისა, საქართველოს ბიზნეს სექტორში გამოშვების მთლიანმა მოცულობამ ფულადი გამოსახულებით 25.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 10.7%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.„მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, გრძელდება პოზიტიური ტენდენციები ბიზნეს სექტორის სტატისტიკაში, კერძოდ, მეორე კვარტლის ჭრილში რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება. აღსანიშნავია, რომ გამოშვების ზრდა ფიქსირდება არამხოლოდ მსხვილ, არამედ საშუალო და მცირე ზომის საწარმოებში“, - განაცხადა ცინცაძემ.ცინცაძემ აღნიშნა, რომ საშუალო თვიური ხელფასი 6,6%-ით გაიზარდა და 2471 ლარს აჭარბებს.„აღნიშნული სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და განჭვრეტადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც, საბოლოო ჯამში, აისახება ბიზნეს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაში“, - განაცხადა მან.მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფოს აქვს კონკრეტული მექანიზმები და აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებას, სხვადასხვა დივერსიფიცირებული ინსტრუმენტებით თუ პროგრამებით მთავრობა მიზნობრივად ეხმარება როგორც საშუალო, ისე მცირე მეწარმეებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები.ამასთან, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ზემოაღნიშნული ეკონომიკური ტენდენციები და მაჩვენებლები დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაში აისახება.მინისტრის მოადგილის განცხადებით, მეორე კვარტლის ჭრილში რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელი, კერძოდ, ის 32.700-ით არის გაზრდილი და 828 ათასს აჭარბებს.მისივე თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამუშაო ადგილების რაოდენობა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორშია გაზრდილი.„ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რაც საბოლოო ჯამში, ქმნის მიმზიდველ გარემოს საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. ეს პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 2026 წლის მეორე კვარტალში 828 400 ადამიანი შეადგინა, რაც 4,1%-ით მეტია 2025 წლის აპრილ-ივნისთან შედარებით. დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან 56.2% მამაკაცი იყო, ხოლო 43.8% - ქალი.ბიზნეს სექტორში დაქირავებული მუშაკების რაოდენობა მეორე კვარტალში 3.1%-ით გაიზარდა და 768 600 ადამიანს მიაღწია. მათი საშუალო თვიური ხელფასი 2 471.5 ლარი იყო, რაც 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 153.8 ლარით მეტია. ქალების საშუალო ხელფასი 1 944.9 ლარი იყო (161.4 ლარით მეტი).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/19/291543363_320:0:1280:720_1920x0_80_0_0_968a1e73b50e7cb585f25f2e6f940dfa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ეკონომიკის სამინისტრო ბიზნეს სექტორის რეკორდულ მაჩვენებლებზე საუბრობს
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 2026 წლის მეორე კვარტალში 828.400 ადამიანი შეადგინა, რაც 32,7%-იან ზრდას წარმოადგენს
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik.საქართველოს ბიზნეს სექტორმა მეორე კვარტალში აჩვენა როგორც ბრუნვის, ისე გამოშვების რეკორდული ზრდა, ამასთან პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა არამხოლოდ მსხვილ, არამედ საშუალო და მცირე ზომის საწარმოებში, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საწარმოების მთლიანმა ბრუნვამ 67.5 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 11.9%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გარდა ამისა, საქართველოს ბიზნეს სექტორში გამოშვების მთლიანმა მოცულობამ ფულადი გამოსახულებით 25.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 10.7%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, გრძელდება პოზიტიური ტენდენციები ბიზნეს სექტორის სტატისტიკაში, კერძოდ, მეორე კვარტლის ჭრილში რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება. აღსანიშნავია, რომ გამოშვების ზრდა ფიქსირდება არამხოლოდ მსხვილ, არამედ საშუალო და მცირე ზომის საწარმოებში“, - განაცხადა ცინცაძემ.
ცინცაძემ აღნიშნა, რომ საშუალო თვიური ხელფასი 6,6%-ით გაიზარდა და 2471 ლარს აჭარბებს.
„აღნიშნული სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და განჭვრეტადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც, საბოლოო ჯამში, აისახება ბიზნეს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაში“, - განაცხადა მან.
მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფოს აქვს კონკრეტული მექანიზმები და აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებას, სხვადასხვა დივერსიფიცირებული ინსტრუმენტებით თუ პროგრამებით მთავრობა მიზნობრივად ეხმარება როგორც საშუალო, ისე მცირე მეწარმეებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები.
ამასთან, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ზემოაღნიშნული ეკონომიკური ტენდენციები და მაჩვენებლები დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაში აისახება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მეორე კვარტლის ჭრილში რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელი, კერძოდ, ის 32.700-ით არის გაზრდილი და 828 ათასს აჭარბებს.
მისივე თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამუშაო ადგილების რაოდენობა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორშია გაზრდილი.
„ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რაც საბოლოო ჯამში, ქმნის მიმზიდველ გარემოს საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. ეს პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 2026 წლის მეორე კვარტალში 828 400 ადამიანი შეადგინა, რაც 4,1%-ით მეტია 2025 წლის აპრილ-ივნისთან შედარებით. დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან 56.2% მამაკაცი იყო, ხოლო 43.8% - ქალი.
ბიზნეს სექტორში დაქირავებული მუშაკების რაოდენობა მეორე კვარტალში 3.1%-ით გაიზარდა და 768 600 ადამიანს მიაღწია. მათი საშუალო თვიური ხელფასი 2 471.5 ლარი იყო, რაც 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 153.8 ლარით მეტია. ქალების საშუალო ხელფასი 1 944.9 ლარი იყო (161.4 ლარით მეტი).