https://sputnik-georgia.com/20260904/bankebshi-depozitebis-moculoba-gaizarda-300439438.html
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
Sputnik საქართველო
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,12% შეადგინა 04.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-04T14:34+0400
2026-09-04T14:34+0400
2026-09-04T14:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2026 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით 73,932 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 410,97 მლნ ლარით ანუ 0,56%-ით მეტია 1-ელი ივლისისთვის არსებულ მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ მასალებში.ანგარიშის თანახმად, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 597,79 მლნ ლარით, ანუ 1,46%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი შემცირდა 116,82 მლნ ლარით, ანუ 0,31%-ით.სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი მიმდინარე წლის 1 აგვისტოსთვის 0,65 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56,81% შეადგინა.ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,12% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8,91%, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე 2,52%.ივლისის ბოლოს საქართველოში 19 კომერციული ბანკი მოქმედებდა, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილოებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,12% შეადგინა
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2026 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით 73,932 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 410,97 მლნ ლარით ანუ 0,56%-ით მეტია 1-ელი ივლისისთვის არსებულ მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ მასალებში.
ანგარიშის თანახმად, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 597,79 მლნ ლარით, ანუ 1,46%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი შემცირდა 116,82 მლნ ლარით, ანუ 0,31%-ით.
სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი მიმდინარე წლის 1 აგვისტოსთვის 0,65 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56,81% შეადგინა.
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,12% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8,91%, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე 2,52%.
ივლისის ბოლოს საქართველოში 19 კომერციული ბანკი მოქმედებდა, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილოებით.