აჭარაში მდებარე ტაილანდურ რესტორანში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

© Sputnik / Alexander Imedashviliკაფე ბათუმში
კაფე ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2026
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში მდებარე ტაილანდურ რესტორანს „ერდოღან ქალაიჯი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ტაილანდური რესტორანი ,,ერდოღან ქალაიჯი“ არაგეგმურად შეამოწმეს.
„ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა არაკრიტიკული და კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
ყველა ახალი ამბავი
0