https://sputnik-georgia.com/20260903/rusetis-jarma-specialuri-samxedro-operaciis-zonasi-otxi-dasaxlebuli-punqti-airo-300432516.html
რუსეთის ჯარმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ოთხი დასახლებული პუნქტი აიღო
რუსეთის ჯარმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ოთხი დასახლებული პუნქტი აიღო
Sputnik საქართველო
რუსეთის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად მიიწევენ წინ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების ყველა მონაკვეთზე 03.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-03T22:55+0400
2026-09-03T22:55+0400
2026-09-04T02:10+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/06/299496372_0:161:3070:1888_1920x0_80_0_0_a37698b44f35f651ad5c1c8d36de5fc6.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ხარკოვის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.რუსეთის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად მიიწევენ წინ მოწინააღმდეგის თავდაცვითი ზონის სიღრმეში, იკავებენ უფრო ხელსაყრელ პოზიციებს და აუმჯობესებენ ტაქტიკურ მდგომარეობას. წინსვლისას რუსი ჯარისკაცები დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებენ.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული ცნობების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ძალების დაჯგუფება „იუჟნაიას“ დანაყოფებმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სოფელი იჟევკა გაათავისუფლეს.დაჯგუფება „იუჟნაიას“ დანაყოფებმა აქტიური ქმედებების შედეგად, დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სოფელი იჟევკა გაათავისუფლეს“, - იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.გარდა ამისა, ხარკოვის რეგიონში დაჯგუფება „სევერის“ მოქმედების ზონაში რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა კონტროლი დაამყარეს შემდეგ დასახლებულ პუნქტებზე: ვასილევკა, ბლაგოდატნოე და დოლჟანკა.გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების ზონაში მყოფმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის დაახლოებით 1000 უპილოტო საფრენი აპარატი, ჩამოაგდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების HIMARS-ის ტიპის სამი რაკეტა და ორი მართვადი ავიაბომბი.გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძალებმა გაანადგურეს უკრაინის საზღვაო ძალების კუთვნილი ექვსი უპილოტო კატერი.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული ცნობების თანახმად, მოწინააღმდეგე მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მხრივ.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/06/299496372_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_0a334a2c62260fe953bde94ad77182ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთის ჯარმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ოთხი დასახლებული პუნქტი აიღო
22:55 03.09.2026 (განახლებულია: 02:10 04.09.2026) რუსეთის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად მიიწევენ წინ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების ყველა მონაკვეთზე
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ხარკოვის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
რუსეთის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად მიიწევენ წინ მოწინააღმდეგის თავდაცვითი ზონის სიღრმეში, იკავებენ უფრო ხელსაყრელ პოზიციებს და აუმჯობესებენ ტაქტიკურ მდგომარეობას. წინსვლისას რუსი ჯარისკაცები დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული ცნობების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ძალების დაჯგუფება „იუჟნაიას“ დანაყოფებმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სოფელი იჟევკა გაათავისუფლეს.
დაჯგუფება „იუჟნაიას“ დანაყოფებმა აქტიური ქმედებების შედეგად, დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სოფელი იჟევკა გაათავისუფლეს“, - იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
გარდა ამისა, ხარკოვის რეგიონში დაჯგუფება „სევერის“ მოქმედების ზონაში რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა კონტროლი დაამყარეს შემდეგ დასახლებულ პუნქტებზე: ვასილევკა, ბლაგოდატნოე და დოლჟანკა.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების ზონაში მყოფმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის დაახლოებით 1000 უპილოტო საფრენი აპარატი, ჩამოაგდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების HIMARS-ის ტიპის სამი რაკეტა და ორი მართვადი ავიაბომბი.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძალებმა გაანადგურეს უკრაინის საზღვაო ძალების კუთვნილი ექვსი უპილოტო კატერი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული ცნობების თანახმად, მოწინააღმდეგე მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მხრივ.