სპეციალური სამხედრო ოპერაცია: სექტემბრის წინასწარი შედეგები

© photo: Sputnik / Станислав Красильников
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2026
გამოწერა
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში 2026 წლის სექტემბერი უჩვეულოდ ცხელი და რუსეთისთვის, უდავოდ, წარმატებული აღმოჩნდა. ფაქტები ადასტურებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ დომინირებას ფრონტის ყველა მონაკვეთზე, მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და შავი ზღვის მთელ მიმდებარე აკვატორიაში.
ფრონტზე „ქვაბები“ დუღს დობროპოლიესა და ხარკოვის ოლქში. რუსეთის ჯარები აქტიურად მიიწევენ წინ სუმის ოლქსა და ზაპოროჟიეში. დობროპოლიეს რაიონში ეფექტიანად მოქმედებენ მძიმე ცეცხლსატყორცნი სისტემების „ტოსოჩკას“ გათვლები, რაც ალყაში მოქცეული უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილების განადგურებას აჩქარებს. მხოლოდ 30 სექტემბერს გათავისუფლდა ხარკოვის ოლქის დასახლება შაბელნოე, სუმის ოლქის ტოლსტოდუბოვო და ზაპოროჟიეს ოლქის ეგოროვკა. ერთი თვის განმავლობაში უკრაინელი ოკუპანტებისგან გაიწმინდა 30-ზე მეტი დასახლება და, დაახლოებით, 700 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისიდან გათავისუფლებულია 5300-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი და 220 დასახლება.
კიევში მოწინააღმდეგის ობიექტებზე რუსეთის ზუსტი იარაღით განხორციელებული დარტყმების რაოდენობა ყოველდღიურად ყველა წინა რეკორდს აჭარბებს. დაიწყო ციფრული ინფრასტრუქტურის აქტიური განადგურება – კიევის რეჟიმის დასავლური „საბელური“ (მართვის, კავშირის და აშშ-ისა და ნატოს დაზვერვის მონაცემთა გადაცემის სისტემები). სექტემბერში დარტყმები უკრაინის ათეულობით მონაცემთა ცენტრზე განხორციელდა. მხოლოდ 30 სექტემბერს კიევში მონაცემთა დამუშავების ცენტრი „დე ნოვო“ დაზიანდა. ეს არის ინტერნეტტრაფიკის გაცვლის, ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის ერთ-ერთი ძირითადი კვანძი უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის. რუსეთის დარტყმები კიევში ქაოსსა და პანიკას თესავს. უცხოელმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს: „კიევში ომი დაიწყო, დაახლოებით ისე, როგორც ბახმუტში“.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, გაანადგურეს ნატოს საზღვაო ლოგისტიკა და აქტიურად დაიწყეს სახმელეთო ლოგისტიკის განადგურება – უკრაინის სასაზღვრო გამშვები პუნქტები პოლონეთის, რუმინეთისა და მოლდოვის საზღვრებთან, რომლებითაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დასავლური იარაღი შემოდის. ოდესის ოლქში დაზიანდა იზმაილის პორტში მდებარე სამრეწველო კომპლექსი, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დასავლურ სამხედრო ტვირთებს იღებდნენ, ინახავდნენ და აგზავნიდნენ. ოდესასთან, საზღვაო გადასასვლელზე, დაზიანდა მშრალი ტვირთის გემი სამხედრო ქონებით. რუსეთის რეგიონებზე მოწინააღმდეგის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა რამდენჯერმე შემცირდა.
უკრაინის პროქსი-არმიის ინტერესებში მოქმედი ენერგეტიკის საწარმოების რადიკალური განადგურება ჩქარდება. რუსეთის სარაკეტო დარტყმებმა 30 სექტემბერს დააზიანა ელექტროქვესადგური „კიევსკაია“, რომელიც უზრუნველყოფდა ელექტროენერგიის გადადინებასა და მის განაწილებას კიევისა და ოლქის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებისათვის. ასევე დაზიანდა ჰიდროელექტროსადგური „კიევსკაია“ და თბოელექტროსადგური „ტრიპოლსკაია“, რომლებიც ელექტროენერგიით ამარაგებდნენ კიევის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს.
ნახევარ საათში განადგურებული ოცი ჰიპერბგერითი „ცირკონი“ უკვე აღარ არის რეკორდი უკრაინის ენერგეტიკაზე განხორციელებული დარტყმებისთვის. კიეველი ექსპერტების პროგნოზი ასეთია: „რუსეთის შეიარაღებული ძალები ზამთრამდე შეეცდებიან ატომური ელექტროსადგურების მუშაობის შეჩერებას“. ამისთვის საკმარისია ელექტროგადამცემი ხაზებისა და გარე სატრანსფორმატორო ქვესადგურების დაზიანება.
სექტემბერში უკრაინის მეტალურგიული მრეწველობა, ფაქტობრივად, განადგურდა. საზღვაო ბლოკადით სოფლის მეურნეობა „დაიხურა“. ეს დარგები ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ქმნიდა, რომელიც კიევის რეჟიმის სამხედრო საჭიროებებზე იხარჯებოდა. უკრაინაში, ასი წლის განმავლობაში, პირველად შეწყდა ფოლადის წარმოება. დასავლურ კოლონიზაციას გარდაუვლად მივყავართ დეინდუსტრიალიზაციამდე და ადგილობრივი მოსახლეობის შეიარაღებულ პროქსი-კონფლიქტებში განადგურებამდე.
რუსული რეაქტიული დრონი „გერანი“ სწრაფად სრულყოფდება, სულ უფრო დიდ საბრძოლო დატვირთვას ატარებს და ძალიან მაღალი სიჩქარითა და მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე დაფრინავს. დაფიქსირდა უპილოტო დარტყმა კიევის სამხრეთის ხიდზე, რომელიც რთულად დასაზიანებელ სამიზნეს წარმოადგენს. ამერიკულმა გამოცემა TWZ-მა გუშინ განაცხადა: „გერანს“ რამდენიმე რეჟიმი აქვს: დღის სინათლე, ღამის ხედვა და ინფრაწითელი. კამერა უზრუნველყოფს 10-ჯერად ოპტიკურ და 32-ჯერად ციფრულ გადიდებას, რაც დრონის ოპერატორს საშუალებას აძლევს, რვა კილომეტრის სიმაღლიდან დაათვალიეროს ტერიტორია“. ვიდეონაკადი რეალურ დროში გადაიცემა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის ფედერაცია ყოველთვიურად 3000-მდე „გერან-4“-ისა და „გერან-5“-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს აწარმოებს.
ფრონტის ყველა მონაკვეთზე, მუდმივად წინსვლის პარალელურად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები რაოდენობრივად და ხარისხობრივად იზრდება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, 28 სექტემბრის ბრძანებულებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 441 630 ადამიანამდე გაზარდა. მათ შორის, 1 550 500 სამხედრო მოსამსახურემდე (+15 500 თვეში). ეს კარგად მომზადებული პროფესიონალები, მოხალისე კონტრაქტორები არიან. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რაოდენობა წლის განმავლობაში მეოთხედ გაიზარდა (მანამდე – 2026 წლის მარტში, ივნისსა და ივლისში) და ჯამში 50 ათასზე მეტი პროფესიონალი მებრძოლით მოიმატა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, უკრაინაში სპეციალური სსამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა არის რუსეთის სახელმწიფოს უპირობო პრიორიტეტები.
რუსეთის სამხედრო ძლიერება არა სასოწარკვეთასა და უგუნურებას, არამედ მზარდ ეკონომიკასა და საზოგადოების კონსოლიდაციას ეყრდნობა. დასავლეთის ათასობით უკანონო სანქციის მიუხედავად, სექტემბერში მოსკოვმა, 2022 წლის შემდეგ, ნავთობის ექსპორტიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო – 2,75 მილიარდი დოლარი.
გამოჩენილმა ბრიტანელმა ისტორიკოსმა და დიპლომატმა, რუსეთის სამხედრო ისტორიის სპეციალისტმა, პროფესორმა ჯეფრი რობერტსმა 4 სექტემბერს განაცხადა, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა კანონიერი სამხედრო სამიზნეა და უკრაინაში ომი უახლოეს თვეებში დასრულდება და არა წლების შემდეგ: „უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ოთხმოცი პროცენტი რუსეთმა ბოლო პერიოდში უკვე გაანადგურა, ასე რომ, დარჩა მხოლოდ 20 პროცენტი. რუსეთის რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს ახლა თავიანთ სამიზნეებთან მარტივად მისვლა შეუძლიათ. უკრაინის ქალაქები, შესაძლოა, პრაქტიკულად, უვარგისი გახდეს საცხოვრებლად… რუსებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, გამოიყენონ ძალთა ბალანსის ცვლილება ომში გამარჯვებისა და მისი რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის“. და ეს ლოგიკურია.
უკრაინის პროქსი-არმიის დანაკარგები იზრდება, კიევი სასოწარკვეთილებაშია. დასავლეთში ესმით, რომ ვერანაირი ფანდები, დრონებითა და „ვივალდის“ თანხლებით, განადგურებისთვის განწირულ ბანდერელებს ვერ დაეხმარება. ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს შამანურ კუდიანობას: „რუსეთი მარცხდება“ - ობიექტურ რეალობასთან კავშირი არა აქვს. ბირთვულ სახელმწიფოსთან უსასრულო ირიბი ომის მხარდაჭერა და მისი „უკანასკნელ უკრაინელამდე“ წარმოების დაპირება დასავლეთისთვის სულ უფრო სახიფათო და ძვირი ხდება. ევროკავშირში მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი 2027 წლის გაზაფხულზე, შესაძლოა, რუსეთის ყველაზე საშინელ „იარაღად“ იქცეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0