https://sputnik-georgia.com/20260903/ramden-adamians-aqvs-internetze-wvdoma-300417937.html
მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს ინტერნეტზე წვდომა? კვლევის შედეგები
მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს ინტერნეტზე წვდომა? კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
ინტერნეტით სარგებლობის ძირითად მიზნებს შორის ლიდერობს სოციალური ქსელები და ვიდეოზარები, ხოლო სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა კვლავაც... 03.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-03T09:39+0400
2026-09-03T09:39+0400
2026-09-03T09:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251135105_0:112:1600:1012_1920x0_80_0_0_4b30bdebf3ebdc7bf0e8ae46ecaa7494.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 93,5%-ს აქვს ინტერნეტზე წვდომა, რაც 1,5%-ით მეტია 2025 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" კვლევაში.ქალაქებსა (1,6%-ით) და სოფლებში (1,5%-ით) გაიზარდა ინტერნეტზე წვდომის მქონე შინამეურნეობების წილი და შესაბამისად 96,8-ს და 89%-ს მიაღწია.კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 89,6%-მა, რაც 1,7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.გარდა ამისა, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 96,4% ყოველდღიურად ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა ინტერნეტით, 3,4% - კვირაში ერთხელ მაინც, 0,2% კი უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ სარგებლობდა ინტერნეტით.15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის მიერ ინტერნეტით სარგებლობის ძირითადი მიზნები:„საქსტატის" ცნობით, ბოლო სამ თვეში 15 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა 99,5%-მა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად.ბოლო სამ თვეში 6 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა მხოლოდ 49,9%-მა გამოიყენა სტაციონარული კომპიუტერები ინტერნეტში შესასვლელად.კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 93,3%-ს აქვს მობილური ტელეფონები, რაც 0,7%-ით მეტია 2025 წელთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251135105_0:0:1497:1123_1920x0_80_0_0_2297b3f19260c87a8c1a4bd56603a546.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები
მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს ინტერნეტზე წვდომა? კვლევის შედეგები
ინტერნეტით სარგებლობის ძირითად მიზნებს შორის ლიდერობს სოციალური ქსელები და ვიდეოზარები, ხოლო სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა კვლავაც ყველაზე ნაკლებად პოპულარული საქმიანობაა ქსელში
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 93,5%-ს აქვს ინტერნეტზე წვდომა, რაც 1,5%-ით მეტია 2025 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" კვლევაში.
ქალაქებსა (1,6%-ით) და სოფლებში (1,5%-ით) გაიზარდა ინტერნეტზე წვდომის მქონე შინამეურნეობების წილი და შესაბამისად 96,8-ს და 89%-ს მიაღწია.
კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 89,6%-მა, რაც 1,7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
გარდა ამისა, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 96,4% ყოველდღიურად ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა ინტერნეტით, 3,4% - კვირაში ერთხელ მაინც, 0,2% კი უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ სარგებლობდა ინტერნეტით.
15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის მიერ ინტერნეტით სარგებლობის ძირითადი მიზნები:
სოციალური ქსელების გამოყენება - 97,5%
ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი - 97%
ინტერნეტ-ბანკინგით სარგებლობა - 61%
ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება - 54,5%
საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება - 50,2%
ახალი ამბების, გაზეთების, ჟურნალების წაკითხვა - 49%
ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა - 41,7%
პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა - 15,8%
სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა - 11,5%.
„
საქსტატის" ცნობით, ბოლო სამ თვეში 15 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა 99,5%-მა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად.
ბოლო სამ თვეში 6 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა მხოლოდ 49,9%-მა გამოიყენა სტაციონარული კომპიუტერები ინტერნეტში შესასვლელად.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 93,3%-ს აქვს მობილური ტელეფონები, რაც 0,7%-ით მეტია 2025 წელთან შედარებით.