საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში სამუშაოდ შესვლა გაუჭირდებათ – ვიდეო

გამოწერა
პოლონეთში სამუშაოდ ჩასული საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის შესვლის წესები გამკაცრდა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგულაცია უკვე ძალაში შევიდა – ის ეხება მხოლოდ იმ პირებს, ვინც ქვეყანაში დასაქმების მიზნით ჩადის. პოლონეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები სისტემატურად იყენებდნენ დასაქმებისთვის უვიზო რეჟიმს კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე.

პოლონეთში ქართველი შრომითი მიგრანტების რაოდენობამ უკვე იკლო. ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში 27 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იყო დასაქმებული მშენებლობის, ლოჯისტიკის, მომსახურების სფეროებში და ასევე
ტაქსის მძღოლებად.
ყველა ახალი ამბავი
0