https://sputnik-georgia.com/20260903/oskarze-saqartvelos-saxelit-levan-koruasvilis-guria-wardgeba-300430941.html
„ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის „გურია“ წარდგება
„ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის „გურია“ წარდგება
Sputnik საქართველო
„გურიის“ მსოფლიო პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. 03.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-03T19:22+0400
2026-09-03T19:22+0400
2026-09-03T21:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი
ქართული კინო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/19/299804982_73:0:745:378_1920x0_80_0_0_99086e7bd6d193a560af70cc03871e73.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ წელს საქართველოს სახელით, წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი - ჟიურის გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.სურათი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზეა წარდგენილი.ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 5 ფილმი მონაწილეობდა: „მთვარე მამაა ჩემი“, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი; „ფაზა“, რეჟისორი ნინო ბასილია; „გააზიარე სიყვარული“, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე; „მეორეხარისხოვანი როლი“, რეჟისორი ანა ურუშაძე; „გურია“, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.კანდიდატი ფილმის შესარჩევი კინოჩვენებები საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით ჩატარდა. ფილმი სპეციალურმა კომისიამ ეროვნული არქივის კინოთეატრში, ფარული კენჭისყრის შედეგად, გამოავლინა. კომისიას ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორი ლევან დვალი ხელმძღვანელობდა. „გურიის“ მსოფლიო პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.„გურია“ შვიდი ქვეყნის (საქართველო, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ნორვეგია, თურქეთი, საუდის არაბეთი) კოპროდუქციაა.„გურია“„გურია“ არის ტრაგიკომედია სიყვარულსა და მეგობრობაზე 1990-იანი წლების დასაწყისის გაჭირვებულ, მაგრამ მაინც ნიჭიერ და ადამიანურობით სავსე გურიაში.უშუქობის, სიღარიბისა და ყაჩაღობის მიუხედავად, გურიაში ხალხი მაინც ახერხებს სიყვარულს, ჩხუბს, მეგობრობას, შიგადაშიგ სიმღერას და ოცნებას, ანუ ცხოვრება გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანი ადამიანურობას ინარჩუნებს.„ფილმი არის ადამიანებზე, რომლებიც, რთულ პირობებში ცხოვრების მიუხედავად, ადამიანობას ინარჩუნებენ“, - განაცხადა რეჟისორმა.„გურია“ კოღუაშვილის მეოთხე სრულმეტრაჟიანი ფილმია. 2021 წელს გამოვიდა ლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რომელმაც ნიუ-იორკის „ტრაიბეკას“ კინოფესტივალზე სამი მთავარი პრიზი მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/19/299804982_157:0:661:378_1920x0_80_0_0_f54174fdb0e22cabe8e4eadc60d0e04e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქართული კინო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქართული კინო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
„ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის „გურია“ წარდგება
19:22 03.09.2026 (განახლებულია: 21:45 03.09.2026) „გურიის“ მსოფლიო პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ წელს საქართველოს სახელით, წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი - ჟიურის გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
სურათი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზეა წარდგენილი.
ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 5 ფილმი მონაწილეობდა: „მთვარე მამაა ჩემი“, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი; „ფაზა“, რეჟისორი ნინო ბასილია; „გააზიარე სიყვარული“, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე; „მეორეხარისხოვანი როლი“, რეჟისორი ანა ურუშაძე; „გურია“, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.
კანდიდატი ფილმის შესარჩევი კინოჩვენებები საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით ჩატარდა. ფილმი სპეციალურმა კომისიამ ეროვნული არქივის კინოთეატრში, ფარული კენჭისყრის შედეგად, გამოავლინა. კომისიას ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორი ლევან დვალი ხელმძღვანელობდა. „გურიის“ მსოფლიო პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
„გურია“ შვიდი ქვეყნის (საქართველო, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ნორვეგია, თურქეთი, საუდის არაბეთი) კოპროდუქციაა.
„გურია“ არის ტრაგიკომედია სიყვარულსა და მეგობრობაზე 1990-იანი წლების დასაწყისის გაჭირვებულ, მაგრამ მაინც ნიჭიერ და ადამიანურობით სავსე გურიაში.
უშუქობის, სიღარიბისა და ყაჩაღობის მიუხედავად, გურიაში ხალხი მაინც ახერხებს სიყვარულს, ჩხუბს, მეგობრობას, შიგადაშიგ სიმღერას და ოცნებას, ანუ ცხოვრება გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანი ადამიანურობას ინარჩუნებს.
„ფილმი არის ადამიანებზე, რომლებიც, რთულ პირობებში ცხოვრების მიუხედავად, ადამიანობას ინარჩუნებენ“, - განაცხადა რეჟისორმა.
„გურია“ კოღუაშვილის მეოთხე სრულმეტრაჟიანი ფილმია. 2021 წელს გამოვიდა ლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რომელმაც ნიუ-იორკის „ტრაიბეკას“ კინოფესტივალზე სამი მთავარი პრიზი მოიპოვა.