მოსახლეობის მომართვის საფუძველზე: მცხეთაში ცენტრალურ ქუჩას ილია მეორის სახელი მიენიჭება

© photo: Sputnik / Stringerმცხეთა
მცხეთა - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2026
გამოწერა
მცხეთის საკრებულომ გადარქმევის პროცედურას ქალაქის მოსახლეობის თხოვნით და „ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტური გარემოებების გამო“ დაუჭირა მხარი.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. მცხეთის ცენტრალური, სამხედროს ქუჩა, უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახელობის გახდება, ნათქვამია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებაში.
გადარქმევის პროცედურა ქალაქის მოსახლეობის თხოვნით და „ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტური გარემოებების გამო“ წამოიწყეს.
„სხდომის ფარგლებში, საკრებულომ იმსჯელა და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, მოსახლეობის მომართვის საფუძველზე ქალაქ მცხეთაში მდებარე ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩისათვის („სამხედროს ქუჩა“), სახელის გადარქმევისა და აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტისათვის საზოგადო და სასულიერო მოღვაწის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სახელის მინიჭების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი. პატრიარქი სიონის ტაძარში დაკრძალეს.
ყველა ახალი ამბავი
0