https://sputnik-georgia.com/20260903/lazare-jorbenazis-saqmeze-raribasvili-inasvili-gvaramia-da-sxvebi-gamoikitxebian-300420365.html
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ღარიბაშვილი, გვარამია, ინაშვილი და სხვები გამოიკითხებიან
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ღარიბაშვილი, გვარამია, ინაშვილი და სხვები გამოიკითხებიან
Sputnik საქართველო
პროკურატურის მტკიცებით, ამ ეტაპზე უტყუარად არის დადასტურებული ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების... 03.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-03T11:48+0400
2026-09-03T11:48+0400
2026-09-03T11:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა პირები გამოიკითხებიან, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უფლებადამცველის საქმეზე საგამოძიებო პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა. 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილში მან ეჭვქვეშ დააყენა 2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსია და აღნიშნული შემთხვევა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის პერიოდს დაუკავშირა.პროკურატურის მტკიცებით, ამ ეტაპზე უტყუარად არის დადასტურებული 2026 წლის 4 აპრილს მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი.უწყების განცხადებით, ამის მიუხედავად, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე პროკურატურის ზედამხედველობით შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 11 პირი გამოიკითხება, მათ შორის, ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია; პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი; ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი; ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე; ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი; ექსპერტი გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ჟურნალისტი ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.პროკურატურის განცხადებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შედეგების შესახებ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით თუ რაიმე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას.პოლიტიკურ აქტივისტი, იურისტი და უფლებადამცველი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძე 2026 წლის აპრილში გარდაიცვალა და ოფიციალურად, თავიდანვე თვითმკვლელობის ვერსია განიხილებოდა. თუმცა ახლობლებს, მეგობრებსა და თანამოაზრეებს ამ ვერსიაში ეჭვი თავიდანვე ეპარებოდათ.ღარიბაშვილმა თავის წერილში ახსენა ინტერვიუ, რომელიც გაზეთ „ასავალ-დასავალს“ ჯორბენაძემ გარდაცვალებამდე დაახლოებით 2 თვით ადრე, 2 თებერვალს მისცა და რომელშიც ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემაში სდებს ბრალს. ექსპრემიერი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ინტერვიუს შეკვეთას აბრალებდნენ მას ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე; მოგვიანებით კი გაიგო, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, ირაკლი ღარიბაშვილი
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ღარიბაშვილი, გვარამია, ინაშვილი და სხვები გამოიკითხებიან
პროკურატურის მტკიცებით, ამ ეტაპზე უტყუარად არის დადასტურებული ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზეგამოძიება კვლავ გაგრძელდა.
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა პირები გამოიკითხებიან, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უფლებადამცველის საქმეზე საგამოძიებო პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა. 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილში მან ეჭვქვეშ დააყენა 2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსია და აღნიშნული შემთხვევა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის პერიოდს დაუკავშირა.
პროკურატურის მტკიცებით, ამ ეტაპზე უტყუარად არის დადასტურებული 2026 წლის 4 აპრილს მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი.
„ჯორბენაძის საქმეზე შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, ამის მიუხედავად, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე პროკურატურის ზედამხედველობით შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 11 პირი გამოიკითხება, მათ შორის, ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია; პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი; ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი; ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე; ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი; ექსპერტი გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ჟურნალისტი ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
პროკურატურის განცხადებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შედეგების შესახებ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით თუ რაიმე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას.
პოლიტიკურ აქტივისტი, იურისტი და უფლებადამცველი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძე 2026 წლის აპრილში გარდაიცვალა და ოფიციალურად, თავიდანვე თვითმკვლელობის ვერსია განიხილებოდა. თუმცა ახლობლებს, მეგობრებსა და თანამოაზრეებს ამ ვერსიაში ეჭვი თავიდანვე ეპარებოდათ.
ღარიბაშვილმა თავის წერილში ახსენა ინტერვიუ, რომელიც გაზეთ „ასავალ-დასავალს“ ჯორბენაძემ გარდაცვალებამდე დაახლოებით 2 თვით ადრე, 2 თებერვალს მისცა და რომელშიც ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემაში სდებს ბრალს. ექსპრემიერი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ინტერვიუს შეკვეთას აბრალებდნენ მას ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე; მოგვიანებით კი გაიგო, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა.