https://sputnik-georgia.com/20260903/foniwala-mrneuli-gegutis-gzaze-mdinare-xeviswyalze-axali-xidi-sendeba-300427567.html
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მდინარე ხევისწყალზე ახალი ხიდი შენდება
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მდინარე ხევისწყალზე ახალი ხიდი შენდება
Sputnik საქართველო
პროექტი მოიცავს სახიდე გადასასვლელის მშენებლობას მისასვლელი გზებით და ტროტუარებით. 03.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-03T16:38+0400
2026-09-03T16:38+0400
2026-09-03T16:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/12/294195158_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_bc6fecf17dd6ce66c5beb1b6de5e50e6.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მდინარე ხევისწყალზე ახალი ხიდი შენდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა - მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზაზე (83-84-ე კმ) მდინარე ხევისწყალზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.ახალი ხიდი ხუთმალიანია და მისი მთლიანი სიგრძე შეადგენს 174,8 მეტრს. პროექტი მოიცავს სახიდე გადასასვლელის მშენებლობას მისასვლელი გზებით და ტროტუარებით.უწყების ცნობით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5,9 მლნ ლარით ფინანსდება. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.აღნიშნული გზა ქვემო ქართლის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას თბილისთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/12/294195158_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_a921a858f4eb9cb3ec638d6610f6cc43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მდინარე ხევისწყალზე ახალი ხიდი შენდება
პროექტი მოიცავს სახიდე გადასასვლელის მშენებლობას მისასვლელი გზებით და ტროტუარებით.
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მდინარე ხევისწყალზე ახალი ხიდი შენდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა - მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზაზე (83-84-ე კმ) მდინარე ხევისწყალზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
ახალი ხიდი ხუთმალიანია და მისი მთლიანი სიგრძე შეადგენს 174,8 მეტრს. პროექტი მოიცავს სახიდე გადასასვლელის მშენებლობას მისასვლელი გზებით და ტროტუარებით.
უწყების ცნობით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5,9 მლნ ლარით ფინანსდება. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.
აღნიშნული გზა ქვემო ქართლის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას თბილისთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.