მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე საწვავის ფასებს ზრდის

© REUTERS Evelyn Hocksteinსკოტ ბესენტი
სკოტ ბესენტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2026
გამოწერა
ბესენტის თქმით, კიევის ქმედებები ზეწოლას ახდენს საწვავის ფასებზე მთელ მსოფლიოში.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უკრაინის დარტყმები საწვავის მსოფლიო ფასების ზრდას იწვევს, განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ტელეკომპანია Fox-ის ეთერში.
„ახლა ჩვენ განვიცდით ენერგეტიკულ შოკს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, რადგანაც უკრაინამ გადაწყვიტა იერიში მიიტანოს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე“, — განაცხადა ბესენტმა.
როგორც მან აღნიშნა, კიევის ქმედებები ზეწოლას ახდენს საწვავის ფასებზე მთელ მსოფლიოში.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირგიზეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს დაევალათ მოამზადონ და მიიტანონ მასირებული დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე. მისი თქმით, ეს იქნება პასუხი რუსულ ობიექტებზე უკრაინული მხარის თავდასხმებზე.
პუტინმა ასევე იწინასწარმეტყველა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ლოჯისტიკურ ცენტრებზე დარტყმების შესაძლო შედეგები რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების საპასუხოდ. რუსეთის ლიდერის აზრით, ამან შეიძლება გამოიწვიოს მინიმუმ სამი — სავალუტო, საბიუჯეტო და საბანკო კრიზისი.
„ პირველი არის ვალუტის კრიზისი. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ნაკლებს ყიდიან, ნაკლებ ფულს შოულობენ და მეტის დახარჯვა უწევთ. მეორე არის ბიუჯეტის კრიზისი: შემოსავლები მცირდება და სულ ესაა, ბიუჯეტი არასაკმარისია. და მესამე არის საბანკო კრიზისი. იმიტომ, რომ ის მწარმოებლები, რომლებმაც სესხები აიღეს, მათ ვერ დაფარავენ“, - განაცხადა პუტინმა.
ყველა ახალი ამბავი
0