„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა

© photo: Sputnikნაგავმზიდი
ნაგავმზიდი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2026
გამოწერა
მერიის ცნობით, ახალი ტექნიკის შეძენა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და ნარჩენების მართვის პროცესის მოწესრიგებას ემსახურება.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. დედაქალაქში დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს აგრძელებს - სამსახურის ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, შესყიდული ტექნიკა ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი, რაც მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.
„ჩვენ საზოგადოებას მიმდინარე წლის მარტში უკვე წარვუდგინეთ 22 ერთეული ახალი, სპეციალიზებული ტექნიკა, თუმცა ამით პროცესი არ დასრულებულა. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს დაემატა 38 ერთეული ნაგავმზიდი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა კალაძემ.
მერის განცხადებით, ნარჩენების დროულად, ეფექტურად გატანა, დასუფთავების სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და ავტოპარკის მოდერნიზაცია თბილისის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
„ქალაქი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული, ამაში კი განსაკუთრებული როლი აქვს შესაბამისი ტექნიკის არსებობას და მის განახლებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მერიის ცნობით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც განაგრძობს, რათა „თბილსერვის ჯგუფის“ ყველა შესაბამისი დანაყოფი უზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხის ტექნიკით.
ყველა ახალი ამბავი
0