https://sputnik-georgia.com/20260902/tbilisshi-xorcis-sawarmoshi-kritikuli-sheusabamobebi-gamovlinda-300413121.html
თბილისში ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
თბილისში ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხორცი კი დაილუქა. 02.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-02T20:00+0400
2026-09-02T20:00+0400
2026-09-02T20:00+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24156/57/241565714_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_bbaf5f6d22ed45655f2fa124a1aa45a4.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გეგმური ინსპექტირების შედეგად თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N184-ში მდებარე ხორცის წარმოება-გადამუშავების ობიექტი (შპს „ველდან მით ფექტორი“ ) შეამოწმეს. ასევე გამოვლინდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტი. გარდა ამისა, დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესები. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხორცი დაილუქა. სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24156/57/241565714_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_1ef52e74c35b598d48e48e1521b22f5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება
თბილისში ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხორცი კი დაილუქა.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გეგმური ინსპექტირების შედეგად თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N184-ში მდებარე ხორცის წარმოება-გადამუშავების ობიექტი (შპს „ველდან მით ფექტორი“ ) შეამოწმეს.
„ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, დისტრიბუციის ეტაპზე ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე გამოვლინდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტი. გარდა ამისა, დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესები.
გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხორცი დაილუქა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.