https://sputnik-georgia.com/20260902/tbilisshi-aleqsandre-chavchavadzis-quchis-reabilitacia-iwkeba-300410524.html
თბილისში ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
თბილისში ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
Sputnik საქართველო
რეაბილიტაციის ფარგლებში არსებული ძველი რიყის ქვაფენილი მთლიანად ჩანაცვლდება თანამედროვე სამფენიანი ასფალტის საფარით. 02.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-02T16:29+0400
2026-09-02T16:29+0400
2026-09-02T16:29+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24366/28/243662810_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_7e15eec9439d480ebe53b4d29e0314e1.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მთაწმინდის რაიონის გამგეობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. პროექტის ფარგლებში 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება - სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 30.405 კკვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება მოძველებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. განახლდება გაზის მილები, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელები. დამონტაჟდება განათების ბოძები LED-სანათებით. როგორც მერმა აღნიშნა, კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩაერთვება, ქუჩის გასწვრივ კი მწვანე ნარგავები განთავსდება.ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა თბილისში მთაწმინდის რაიონში მდებარეობს და რუსთაველის გამზირს აკავშირებს ზუბალაშვილების ქუჩასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24366/28/243662810_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a7da8f6a45df3c9da9b80bb01b00cabf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
რეაბილიტაციის ფარგლებში არსებული ძველი რიყის ქვაფენილი მთლიანად ჩანაცვლდება თანამედროვე სამფენიანი ასფალტის საფარით.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მთაწმინდის რაიონის გამგეობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პროექტის ფარგლებში 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება - სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 30.405 კკვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.
„სამუშაოების შედეგად არსებული რიყის ქვაფენილი სამფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, დამონტაჟდება ბოძკინტები და მოაჯირები. არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირთათვის“, - განაცხადა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება მოძველებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. განახლდება გაზის მილები, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელები. დამონტაჟდება განათების ბოძები LED-სანათებით.
როგორც მერმა აღნიშნა, კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩაერთვება, ქუჩის გასწვრივ კი მწვანე ნარგავები განთავსდება.
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა თბილისში მთაწმინდის რაიონში მდებარეობს და რუსთაველის გამზირს აკავშირებს ზუბალაშვილების ქუჩასთან.