თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს

© photo: Sputnik / Denis Aslanovთამაზ ელიზბარაშვილი
თამაზ ელიზბარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავება მოჰყვა საგამოძიებო მოქმედებების პროცესში სამართალდამცველებთან მომხდარ დაპირისპირებასა და უთანხმოებას.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ბიზნესმენი და ცხოველთა დამცველი თამაზ ელიზბარაშვილი სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ელიზბარაშვილი პოლიციამ 1-ელ სექტემბერს, იმ დროს გააჩერა, როცა იგი ავტომობილით ოჯახის წევრებთან ერთად გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა ჯერ მისი ავტომობილი გაჩხრიკეს, შემდეგ კი საგამოძიებო მოქმედებები ბიზნესმენის საცხოვრებელ ბინაში გააგრძელეს.
„ერთი იარაღია [ამოღებული], რომელიც კანონიერად აქვს გაფორმებული თამაზ ელიზბარაშვილს, თავის ვაზნებით. ერთი იარაღი თავის ვაზნებით ამოიღეს. [იარაღს] არ ატარებდა, სახლში ედო, საუკუნეა ხელი არ მოუკიდია“, – განაცხადა ელიზბარაშვილის ადვოკატმა ია სირანაშვილმა მედიასთან.
შსს-ის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება მუქარას (სსკ-ის 151-ე მუხლი) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას (სსკ-ის 236-ე მუხლი).
უშუალოდ დაკავება კი მოჰყვა ბინის ჩხრეკისას დაწყებულ სიტყვიერ უთანხმოებასა და ხმაურს, რა დროსაც პოლიციამ ელიზბარაშვილი სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (ადმინისტრაციული) მუხლით აიყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0