მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსმა სამხედროებმა კიევში, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში ლოჯისტიკურ ცენტრებს დაარტყეს

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო
სამხედრო - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2026
გამოწერა
უკრაინის ერთდროულად ოთხ რეგიონში არსებულ ობიექტებზე დარტყმების მისატანად რუსმა სამხედროებმა „გერანები“ გამოიყენეს
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების „გერან-4 სიკერის“ გამოყენებით უკრაინაში რამდენიმე ლოჯისტიკურ ცენტრზე მიიტანეს იერიში, განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში
„ერთ-ერთი სამიზნე კიევში მდებარე ლოჯისტიკური ცენტრი გახდა. დარტყმა განხორციელდა „გერან-4 სიკერის“ გამოყენებით. დარტყმის შედეგად სამიზნე განადგურებულია“, — განაცხადეს უწყებაში.
გარდა ამისა, სამინისტროში განაცხადეს ოდესისა და ნიკოლაევსკის ოლქებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეში ოთხი გამანაწილებელი და ლოჯისტიკური ცენტრის განადგურების შესახებ. ეს ამოცანებიც ასევე შესრულდა „გერანების“ გამოყენებით.
„...განადგურებულია სააქციო საზოგადოება „ოდესა-22“-ის გამანაწილებელი ცენტრი დასახლებულ პუნქტ დაჩნოეს მახლობლად და სამი ლოჯისტიკური ცენტრი ოდესის ოლქის ნერუბაისკოეს, ნიკოლაევსკის ოლქის ვოსკრესენსკოესა და ქალაქ ზაპოროჟიეში“, — განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
ყველა ახალი ამბავი
0