როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა

© Сourtesy of Georgian Governmentქარხანა
ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2026
გამოწერა
2026 წლის ივლისში ივნისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,7%-ით შემცირდა.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2026 წლის ივლისში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 5,2%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 6,6%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 14,4%-ით.
2026 წლის ივლისში ივნისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,7%-ით შემცირდა.
ადგილობრივი წარმოება
საქართველოში წარმოებულ შიდა ბაზრისთვის გათვლილ პროდუქციაზე ფასები ივლისში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,4%-ით გაიზარდა.
ამასთან, სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 3,3%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 5,3%-ით გაიზარდა.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივლისში, 2025 წლის ივლისთან შედარებით, 6,2%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 14,5%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 4,9%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში გაიზარდა 2,3%-ით. ამასთან, გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 2%-ით.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2026 წლის ივლისში 5,5% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ინფლაციის დონემ ივლისში, ივნისთან შედარებით, 0,4% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0