https://sputnik-georgia.com/20260902/ramdenit-gaizarda-saqartvelos-ekonomika-300384667.html
რამდენით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა: ივლისის მონაცემები
რამდენით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა: ივლისის მონაცემები
Sputnik საქართველო
2026 წლის ივლისში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა... 02.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-02T10:52+0400
2026-09-02T10:52+0400
2026-09-02T10:52+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_2e80f5a9b1b432c6a2b1263e8955cfaa.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის ივლისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8,% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7,9%-ის ნიშნულზე დადგინდა.„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის ივლისში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, 2025 წელს – 7,5%. რა გაიზარდა და რამდენით? „საქსტატის" დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, რომ 2026 წლის ივლისში საქონლის ექსპორტი დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 5,8%-ით. გარდა ამისა, ამ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 7 ათასი ახალი საწარმო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 14%-ით მეტია. „ზრდა, ძირითადად, დაკავშირებულია ადგილობრივი ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაციასთან“, – განაცხადა თოდრაძემ. მისი თქმით, დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ, რომელთა მონაცემებიც ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისთვის გამოიყენება, 12,6%-ით გაიზარდა და 17,7 მლრდ ლარი შეადგინა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2026 წლის ივლისში აღნიშნული ნავთობპროდუქტების ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 25-ჯერ გაიზარდა. ექსპორტის ძირითადი მიმართულებები აფრიკის რამდენიმე ქვეყანა და სინგაპური გახდა. რაც შეეხება მეტალურგიულ მრეწველობას, ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი გასული წლის ივლისთან შედარებით დაახლოებით სამჯერ გაიზარდა, ძირითადად აშშ-ში მიწოდების ხარჯზე. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, IT-სფეროში საკონსულტაციო მომსახურების გაწევასთან და ამასთან დაკავშირებული სერვისების მოცულობის გაფართოებასთან. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატებასთან.მომპოვებელ მრეწველობაში ზრდა დაკავშირებული იყო ფერადი ლითონების მადნების მოპოვებასთან. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა განპირობებულია საგარეო ვაჭრობაში არსებული პოზიტიური ტენდენციებით, კერძოდ, ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის მატებით. შედეგად, გაიზარდა ტვირთების სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებლები. „როგორც უკვე აღვნიშნე, მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, რაც ძირითადად სამოქალაქო მშენებლობას უკავშირდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა გზების, ხიდების, ავტომაგისტრალების, გვირაბებისა და სხვადასხვა სამშენებლო ნაგებობების მშენებლობის მოცულობა. საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, სამშენებლო მასალების იმპორტი 13%-ით, ხოლო ცემენტისა და კლინკერის იმპორტი დაახლოებით 19%-ით შემცირდა“, – განაცხადა თოდრაძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_4f07e8118e9bfb5bca344f4ec1fc9474.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა: ივლისის მონაცემები
2026 წლის ივლისში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის ივლისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8,% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7,9%-ის ნიშნულზე დადგინდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის ივლისში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, 2025 წელს – 7,5%.
„საქსტატის" დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, რომ 2026 წლის ივლისში საქონლის ექსპორტი დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 5,8%-ით. გარდა ამისა, ამ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 7 ათასი ახალი საწარმო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 14%-ით მეტია.
„ზრდა, ძირითადად, დაკავშირებულია ადგილობრივი ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაციასთან“, – განაცხადა თოდრაძემ.
მისი თქმით, დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ, რომელთა მონაცემებიც ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისთვის გამოიყენება, 12,6%-ით გაიზარდა და 17,7 მლრდ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სექტორების მიხედვით ზრდის მიზეზებს, თოდრაძის თქმით, დამამუშავებელ მრეწველობაში ის ძირითადად უკავშირდება ნავთობპროდუქტების წარმოების მოცულობების გაფართოებასა და მეტალურგიული მრეწველობის ზრდას. ნავთობპროდუქტების წარმოებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავთის, გაზოილისა და მაზუთის წარმოების მაჩვენებლები. მეტალურგიულ მრეწველობაში გაიზარდა თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნობების წარმოების მოცულობები.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2026 წლის ივლისში აღნიშნული ნავთობპროდუქტების ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 25-ჯერ გაიზარდა. ექსპორტის ძირითადი მიმართულებები აფრიკის რამდენიმე ქვეყანა და სინგაპური გახდა. რაც შეეხება მეტალურგიულ მრეწველობას, ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი გასული წლის ივლისთან შედარებით დაახლოებით სამჯერ გაიზარდა, ძირითადად აშშ-ში მიწოდების ხარჯზე.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, IT-სფეროში საკონსულტაციო მომსახურების გაწევასთან და ამასთან დაკავშირებული სერვისების მოცულობის გაფართოებასთან.
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატებასთან.
მომპოვებელ მრეწველობაში ზრდა დაკავშირებული იყო ფერადი ლითონების მადნების მოპოვებასთან.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა განპირობებულია საგარეო ვაჭრობაში არსებული პოზიტიური ტენდენციებით, კერძოდ, ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის მატებით. შედეგად, გაიზარდა ტვირთების სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებლები.
„როგორც უკვე აღვნიშნე, მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, რაც ძირითადად სამოქალაქო მშენებლობას უკავშირდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა გზების, ხიდების, ავტომაგისტრალების, გვირაბებისა და სხვადასხვა სამშენებლო ნაგებობების მშენებლობის მოცულობა. საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, სამშენებლო მასალების იმპორტი 13%-ით, ხოლო ცემენტისა და კლინკერის იმპორტი დაახლოებით 19%-ით შემცირდა“, – განაცხადა თოდრაძემ.