რა სიახლეები ინერგება საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან? – ვიდეო

გამოწერა
2026–2027 სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად საქართველოს სკოლებში მასშტაბური რეფორმა იწყება.
მთავარ ცვლილებებს შორისაა - სწავლის ხანგრძლივობის შემცირება. სასკოლო პროგრამა 12-წლიანი ფორმატის ნაცვლად 11-წლიანზე გადადის. I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულო ერთიანი ფორმა შემოდის.

ინგლისური ენის სწავლება დაიწყება არა პირველი, არამედ მეორე კლასიდან. პირველ კლასში აქცენტი გაკეთდება ქართულ ენაზე, მათემატიკასა და ლოგიკაზე. სასწავლო პროგრამას მეორე უცხო ენა მე-5 კლასიდან დაემატება. ქიმია გამოეყოფა ბუნებისმეტყველების ზოგად კურსს და მე-7 კლასიდან ცალკე საგნად ისწავლება.

პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდათ, გამონაკლისის სახით წელს დაშვებულია იმ ბავშვების ჩარიცხვაც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0