https://sputnik-georgia.com/20260902/ombudsmenma-garibashvili-moinaxula-300414353.html
ომბუდსმენმა ღარიბაშვილი მოინახულა: შეთანხმებული იყო გრძელვადიანი პაემანი, რომელიც გაუქმდა
ომბუდსმენმა ღარიბაშვილი მოინახულა: შეთანხმებული იყო გრძელვადიანი პაემანი, რომელიც გაუქმდა
Sputnik საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა. 02.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-02T21:28+0400
2026-09-02T21:28+0400
2026-09-02T21:28+0400
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_0:8:1750:992_1920x0_80_0_0_89932c9765fabbffe4a4e8bc28d93079.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა. სახალხო დამცველმა ექს-პრემიერის მონახულების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა საჯაროდ მოუწოდა ომბუდსმენს მოენახულებინა ღარიბაშვილი. ადვოკატის განცხადებით, ყოფილ პრემიერს 26 აგვისტოსთვის ჩანიშნული ხანგრძლივი (წამახალისებელი) პაემანი გაუუქმეს, რაც მისი უფლებების დარღვევად შეფასდა. როგორც იოსელიანმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, ის ექს-პრემიერს საკანში შეხვდა და ჯანმრთელობასთან, კვებასა და პაემანთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა. სახალხო დამცველის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილს საპატიმრო პირობებზე, ასევე ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობაზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს - ექს-პრემიერის ერთადერთი პრეტენზია სწორედ შეთანხმებული ხანგრძლივი პაემნის გაუქმების საკითხს ეხებოდა. ომბუდსმენის განცხადებით, ის ესაუბრა ციხის ადმინისტრაციას და „მათ რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება, ნეგატიური ან უარყოფითი არ აქვთ ღარიბაშვილის მიმართ“. „რაც შეეხება, იმ პერიოდში თუ რატომ ვერ მოხერხდა პაემნის ჩანიშვნა, ციხის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ საკითხებს, რემონტი მიმდინარეობდა იმ რამდენიმე ადგილას, სადაც ხდება შეხვედრა. შესაბამისად, მათი განცხადებით, ამიტომ ვერ მოხერხდა პაემნის ჩანიშვნა. ის პერიოდულად იღებდა წამახალისებელ პაემნებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც და აღნიშნა, რომ არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა. რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, უწყების განმარტებით, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულებით, რაც მსჯავრდებულ ღარიბაშვილის შემთხვევაში არ მომხდარა. „ამდენად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პერიოდულად ხორციელდება, არაფერ შუაშია. პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა“, - ნათქვამია განცხადებაში. ღარიბაშვილის საქმე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა გამოძიებასთან, რომ 2019-დან 2024 წლამდე თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მუშაობისას, იგი ფარულად ეწეოდა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღო. საუბარია დაახლოებით 5 მლნ ლარის უკანონო შემოსავლის გათეთრებაზე. ჩხრეკის დროს ამოიღეს ნაღდი ფული, ოქროს სამკაულები და ძვირადღირებული ნახატები. ღარიბაშვილის საქმე სასამართლომდე არ მოსულა. 2026 წლის იანვარში, დაკავებიდან ორი თვის შემდეგ, მან პროკურატურასთან საპროცესო გარიგება დადო, აღიარა ფულის გათეთრების ბრალდება და დათანხმდა ხუთწლიან თავისუფლების აღკვეთას და 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმას. გარდა ამისა, ღარიბაშვილს ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავალი, ხოლო მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა სახელმწიფოს შემოსავალში აისახა. 24 აგვისტოს კი პროკურატურამ ფულის გათეთრებისთვის პატიმრობაში მყოფ ღარიბაშვილს ახალი ბრალი - ქრთამის აღება წარუდგინა. ყოფილ მთავრობის მეთაურს ბრალი სსკ-ის 338-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, ღარიბაშვილის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა. ასევე, უწყების ცნობით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ბურჭულაძემაც. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარისა და აპარატურის შეძენის მიზნით ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ჩატარებულ რამდენიმე საიდუმლო შესყიდვას. უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 ათასი ლარი აიღო, საერთო ჯამში კი სახელმწიფოს 6.985,255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_59:0:1616:1168_1920x0_80_0_0_f8d03a1b2468e9dcc2507362eeffc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, სპეციალური პენიტენციური სამსახური
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, სპეციალური პენიტენციური სამსახური
ომბუდსმენმა ღარიბაშვილი მოინახულა: შეთანხმებული იყო გრძელვადიანი პაემანი, რომელიც გაუქმდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა.
სახალხო დამცველმა ექს-პრემიერის მონახულების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა საჯაროდ მოუწოდა ომბუდსმენს მოენახულებინა ღარიბაშვილი. ადვოკატის განცხადებით, ყოფილ პრემიერს 26 აგვისტოსთვის ჩანიშნული ხანგრძლივი (წამახალისებელი) პაემანი გაუუქმეს, რაც მისი უფლებების დარღვევად შეფასდა.
როგორც იოსელიანმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, ის ექს-პრემიერს საკანში შეხვდა და ჯანმრთელობასთან, კვებასა და პაემანთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა. სახალხო დამცველის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილს საპატიმრო პირობებზე, ასევე ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობაზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს - ექს-პრემიერის ერთადერთი პრეტენზია სწორედ შეთანხმებული ხანგრძლივი პაემნის გაუქმების საკითხს ეხებოდა.
„ბატონი ირაკლის განცხადებით, შეთანხმებული იყო წამახალისებელი, გრძელვადიანი პაემანი, რომელიც შემდგომ გაუქმდა. ეს პაემანი წარმოადგენს ციხის ადმინისტრაციის უფლებამოსილებას, დისკრეციას. ბატონი ირაკლის განცხადებით, ადგილი ჰქონდა დაპირებას და შემდგომ შეიცვალა“, - განაცხადა იოსელიანმა.
ომბუდსმენის განცხადებით, ის ესაუბრა ციხის ადმინისტრაციას და „მათ რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება, ნეგატიური ან უარყოფითი არ აქვთ ღარიბაშვილის მიმართ“.
„რაც შეეხება, იმ პერიოდში თუ რატომ ვერ მოხერხდა პაემნის ჩანიშვნა, ციხის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ საკითხებს, რემონტი მიმდინარეობდა იმ რამდენიმე ადგილას, სადაც ხდება შეხვედრა. შესაბამისად, მათი განცხადებით, ამიტომ ვერ მოხერხდა პაემნის ჩანიშვნა. ის პერიოდულად იღებდა წამახალისებელ პაემნებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც და აღნიშნა, რომ არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა.
„ცალსახად და დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც გაუქმდებოდა. აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ, დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, უწყების განმარტებით, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულებით, რაც მსჯავრდებულ ღარიბაშვილის შემთხვევაში არ მომხდარა.
„ამდენად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პერიოდულად ხორციელდება, არაფერ შუაშია. პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა გამოძიებასთან, რომ 2019-დან 2024 წლამდე თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მუშაობისას, იგი ფარულად ეწეოდა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღო. საუბარია დაახლოებით 5 მლნ ლარის უკანონო შემოსავლის გათეთრებაზე.
ჩხრეკის დროს ამოიღეს ნაღდი ფული, ოქროს სამკაულები და ძვირადღირებული ნახატები.
ღარიბაშვილის საქმე სასამართლომდე არ მოსულა. 2026 წლის იანვარში, დაკავებიდან ორი თვის შემდეგ, მან პროკურატურასთან საპროცესო გარიგება დადო, აღიარა ფულის გათეთრების ბრალდება და დათანხმდა ხუთწლიან თავისუფლების აღკვეთას და 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმას. გარდა ამისა, ღარიბაშვილს ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავალი, ხოლო მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა სახელმწიფოს შემოსავალში აისახა.
24 აგვისტოს კი პროკურატურამ ფულის გათეთრებისთვის პატიმრობაში მყოფ ღარიბაშვილს ახალი ბრალი - ქრთამის აღება წარუდგინა. ყოფილ მთავრობის მეთაურს ბრალი სსკ-ის 338-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ღარიბაშვილის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა. ასევე, უწყების ცნობით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ბურჭულაძემაც. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარისა და აპარატურის შეძენის მიზნით ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ჩატარებულ რამდენიმე საიდუმლო შესყიდვას.
უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 ათასი ლარი აიღო, საერთო ჯამში კი სახელმწიფოს 6.985,255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.