https://sputnik-georgia.com/20260902/kaladze-kavshirgabmulobis-saministros-shenoba-kulturuli-memkvidreobis-zegli-ar-aris-300409409.html
კალაძე: ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის
კალაძე: ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის
Sputnik საქართველო
თბილისის მერიის განცხადებით, ნაგებობის ადგილას საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება. 02.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-02T16:00+0400
2026-09-02T16:00+0400
2026-09-02T16:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286597583_0:204:945:735_1920x0_80_0_0_913541ff26d085d868f713d56bbb6ee4.png
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე არსებული ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა რეკონსტრუქციის შედეგად მაქსიმალურად შეინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. კახა კალაძემ უარყო მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რის გამოც მისი რეკონსტრუქცია დაუშვებელია. მისი თქმით, ინფორმაციით, აღნიშნულ შენობას მესამე-მეოთხე ხარისხის ავარიულობის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. „ვფიქრობ, რეკონსტრუქციის შემდეგ აღნიშნული შენობა ნამდვილად დაამშვენებს რუსთაველის გამზირს. შენობის პირვანდელი სახის შესაბამისად განხორციელდება მიშენებაც, ლესია უკრაინკას ქუჩის მხრიდან“, – აღნიშნა მერმა. თბილისში, რუსთაველის გამზირის N12-ში მდებარე ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა ამჟამად ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ (Georgian Airways) ხელმძღვანელის, თამაზ გაიაშვილის კუთვნილი კომპანიის — შპს „მარილი 2020“-ის მფლობელობაშია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და კაზინო მოეწყობა. უძრავი ქონება 3,5 ათასი კვ მეტრი მიწის ნაკვეთზე განთავსდება.შენობა რუსთაველის გამზირის მხრიდან არსებულ ისტორიულ იერსახეს შეინარჩუნებს, ხოლო ლესია უკრაინკას ქუჩაზე გაფართოვდება იმავე სტილის ნაგებობით, რათა ახალი ნაგებობა მის ისტორიულ იერსახესთან იყოს შესაბამისობაში. მთლიანობაში შენობას 10 სართული ექნება, მათ შორის 3 მიწისქვეშ განთავსდება. შენობის საერთო ფართობი 16.238 კვადრატულ მეტრს მოიცავს.ახალ ნაგებობის შუაში წრიული ფორმის შიდა ეზო განთავსდება. ახალ კომპლექსში კაზინოს გარდა კომერციული ფართებიც მოეწყობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286597583_0:27:945:735_1920x0_80_0_0_4b74baa09d2d5d65d4805c22714df71f.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის
თბილისის მერიის განცხადებით, ნაგებობის ადგილას საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე არსებული ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა რეკონსტრუქციის შედეგად მაქსიმალურად შეინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კახა კალაძემ უარყო მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რის გამოც მისი რეკონსტრუქცია დაუშვებელია.
„სრული პასუსუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს. ეს არ იქნება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, არამედ აქ განთავსდება სასტუმრო, სადაც პროექტის თანახმად, შენარჩუნდება არსებული პორტალი – რუსთაველის გამზირის მხრიდან შესასვლელი“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ინფორმაციით, აღნიშნულ შენობას მესამე-მეოთხე ხარისხის ავარიულობის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.
„ვფიქრობ, რეკონსტრუქციის შემდეგ აღნიშნული შენობა ნამდვილად დაამშვენებს რუსთაველის გამზირს. შენობის პირვანდელი სახის შესაბამისად განხორციელდება მიშენებაც, ლესია უკრაინკას ქუჩის მხრიდან“, – აღნიშნა მერმა.
თბილისში, რუსთაველის გამზირის N12-ში მდებარე ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა ამჟამად ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ (Georgian Airways) ხელმძღვანელის, თამაზ გაიაშვილის კუთვნილი კომპანიის — შპს „მარილი 2020“-ის მფლობელობაშია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და კაზინო მოეწყობა. უძრავი ქონება 3,5 ათასი კვ მეტრი მიწის ნაკვეთზე განთავსდება.
შენობა რუსთაველის გამზირის მხრიდან არსებულ ისტორიულ იერსახეს შეინარჩუნებს, ხოლო ლესია უკრაინკას ქუჩაზე გაფართოვდება იმავე სტილის ნაგებობით, რათა ახალი ნაგებობა მის ისტორიულ იერსახესთან იყოს შესაბამისობაში. მთლიანობაში შენობას 10 სართული ექნება, მათ შორის 3 მიწისქვეშ განთავსდება. შენობის საერთო ფართობი 16.238 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
ახალ ნაგებობის შუაში წრიული ფორმის შიდა ეზო განთავსდება. ახალ კომპლექსში კაზინოს გარდა კომერციული ფართებიც მოეწყობა.