https://sputnik-georgia.com/20260902/kaladze-ar-gvaqvs-sapuzveli-vtkvat-rom-rustavelis-gamziris-reabilitacia-gaxangrzlivdes-300413381.html
კალაძე: არ გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გახანგრძლივდება
კალაძე: არ გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გახანგრძლივდება
Sputnik საქართველო
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და მერია მის დასრულებას ნოემბრის ბოლოსთვის გეგმავს. 02.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-02T21:00+0400
2026-09-02T21:00+0400
2026-09-02T21:00+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/0a/300047014_0:179:2049:1331_1920x0_80_0_0_a0c77843a1f142b166e6bc3dcfd58c67.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია, ამ დროის მონაცემებით არ გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობისას. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა 100 დღეს შეადგენს. ვადების სიმცირის გამო სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტებისა, რუსთაველის გამზირზე პროექტის ვადაგადაცილებით დასრულების საფუძველი არ არსებობს. თბილისის მერიის ცნობით, ქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში ისტორიული არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომლებიც ძველი თბილისის X-XI საუკუნეებით დათარიღებულ კერამიკის სახელოსნოს წარმოადგენს. ფაქტის გამოვლენისთანავე აღნიშნულ არეალში თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ შეაჩერა სარეაბილიტაციო სამუშაოები. საკითხის შესახებ ეცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ისტორიული ძეგლის შესწავლის მიზნით არქეოლოგიურმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. სპეციალისტები აღმოჩენილ არტეფაქტებს შეისწავლიან, კვლევების დასრულების შემდეგ კი მასალა სათანადოდ დამუშავდება, პირვანდელი სახით აღდგება და თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსდება. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს. პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც. ამასთან, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები. ასევე მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/0a/300047014_17:0:2030:1510_1920x0_80_0_0_650ad6a0d73e0afbd2697d4dc02508d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: არ გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გახანგრძლივდება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და მერია მის დასრულებას ნოემბრის ბოლოსთვის გეგმავს.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია, ამ დროის მონაცემებით არ გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობისას.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა 100 დღეს შეადგენს. ვადების სიმცირის გამო სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტებისა, რუსთაველის გამზირზე პროექტის ვადაგადაცილებით დასრულების საფუძველი არ არსებობს.
„რუსთაველის გამზირის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, რა დროსაც ადგილზე არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მაშინვე შევაჩერეთ რეაბილიტაცია და არქეოლოგიურმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. დაველოდებით შესაბამისი სამუშაოების დასრულებას. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე პრობლემები არ არის. არქეოლოგიური აღმოჩენის გამო მხოლოდ ერთ მონაკვეთზეა შეჩერებული სამუშაოები, თუმცა ძალიან სწრაფად მუშაობენ“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიის ცნობით, ქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში ისტორიული არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომლებიც ძველი თბილისის X-XI საუკუნეებით დათარიღებულ კერამიკის სახელოსნოს წარმოადგენს.
ფაქტის გამოვლენისთანავე აღნიშნულ არეალში თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ შეაჩერა სარეაბილიტაციო სამუშაოები. საკითხის შესახებ ეცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ისტორიული ძეგლის შესწავლის მიზნით არქეოლოგიურმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. სპეციალისტები აღმოჩენილ არტეფაქტებს შეისწავლიან, კვლევების დასრულების შემდეგ კი მასალა სათანადოდ დამუშავდება, პირვანდელი სახით აღდგება და თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსდება.
„ისტორიული ადგილი, რომელიც თავის დროზე ე.წ. აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მონაკვეთს წარმოადგენდა, ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს. აღმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბილისის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით, რადგან გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ქალაქის შუა საუკუნეების ცხოვრების, ხელოსნობისა და ურბანული განვითარების შესახებ არსებული ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.
ამასთან, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.
ასევე მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.