გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkinქათმები
ქათმები - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2026
გამოწერა
სააგენტო ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის შედეგად გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირისა და გორის რაიონის სოფელ კარალეთში ერთ-ერთი ინდმეწარმის კუთვნილი ფრინველთა სასაკლაოები არაგეგმურად შეამოწმეს.
„ინსპექტირების შედეგად ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ორივე ბიზნესოპერატორი ფრინველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0