https://sputnik-georgia.com/20260902/elizbarashvilma-shimshiloba-daicko-300415756.html
თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო
თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო
Sputnik საქართველო
თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1-ელ სექტემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა. 02.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-02T18:42+0400
2026-09-02T18:42+0400
2026-09-02T18:42+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23213/08/232130893_0:313:6000:3688_1920x0_80_0_0_863d2dbfe31e498c779539d3859a5226.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ბიზნესმენმა და ცხოველთა უფლებადამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმა თბილისის მთავარ სამმართველოში შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ელიზბარაშვილის გვერდზე გავრცელდა.სამართალდამცველებმა ელიზბარაშვილი 2026 წლის 1-ელ სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, რასაც წინ უძღოდა მისი ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა.როგორც შსს-ში განაცხადეს, ბიზნესმენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.ამის პარალელურად ცნონბილია, რომ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით - სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23213/08/232130893_334:0:5667:4000_1920x0_80_0_0_a77c431007197574bf7682be5aed268f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო
თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1-ელ სექტემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ბიზნესმენმა და ცხოველთა უფლებადამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმა თბილისის მთავარ სამმართველოში შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ელიზბარაშვილის გვერდზე გავრცელდა.
სამართალდამცველებმა ელიზბარაშვილი 2026 წლის 1-ელ სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, რასაც წინ უძღოდა მისი ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა.
„დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში, დიღომში.“ - წერია ინფორმაციაში.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ბიზნესმენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამის პარალელურად ცნონბილია, რომ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით - სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.