ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ივლისში გაიზარდა

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2026
გამოწერა
ივლისის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 19 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2026 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, 185,57 მლნ ლარით, ანუ 0,25%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოსთვის 75,61 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 352,03 მლნ ლარით, ანუ 0,8%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 166,46 მლნ ლარით (0,53%) შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 11,17 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 2,09%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 21,3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ივლისის მაჩვენებელზე 0,58%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,28%-ით, ანუ 515 მლნ ლარით და მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით 40,63 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა 58,7% შეადგინა, რაც 0,32 პროცენტული პუნქტით მეტია 2026 წლის 1-ელი ივლისის მაჩვენებელზე.
ივლისის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 19 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0